ადამიანებს საზოგადოებრივი აზრის უფრო მეტად ეშინიათ, ვიდრე მძიმე ავადმყოფობის ან სულაც... ცოდვის წუხელ სულ ცოტა ნახევარი საქართველოს ქალები, ერთ-ერთ ყბადაღებულ შოუში, ალბათ, ერთ ქალს უსმენდნენ... ქალს, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ წარმატებით გაბრწყინებული, ამაყი დადიოდა და ამ საღამოს კი განადგურებულს, ჩამქრალს და გამწარებულს ჰგავდა... ქალი, რომელიც საუბრის დროს გამუდმებით ნერვიულად ისწორებდა თმას და ჰყვებოდა, როგორ გააჩინა ბავშვი კაცისგან, რომელმაც შვილზე უარი საჯაროდ თქვა - მისი მამობა საკუთარი Facebook სტატუსით უარყო...
ამ საყოველთაოდ განქიქებულ-დაჯიჯგნილი ქალის ირგვლივ ისხდნენ ასევე ცნობილი ქალბატონები და რჩევებს აძლევდნენ, ამხნევებდნენ... იქ გათამაშებული სცენისთვის სახელის დარქმევა გამიჭირდება... მით უმეტეს, შეფასებას არ მოვყვები, ამას ჩემზე კარგად ის ადამიანები გააკეთებენ, ვისაც ამგვარი სცენების გარჩევა ძალიან ეხერხება.
მე აქ სულ სხვა რამ დავინახე: შიში! საზოგადოებრივი აზრის შიში, რომელმაც კაცს არაოფიციალურ ურთიერთობაში გაჩენილ შვილზე უარი ათქმევინა! და ამავე შიშმა ქალი, რომელიც საჯაროდ დაწიხლეს, შოუში მიიყვანა და საკუთარ ტკივილზე მთელი ქვეყნის გასაგონად ალაპარაკა!
რომ ვაკვირდები, ადამიანებს საზოგადოებრივი აზრის უფრო მეტად ეშინიათ, ვიდრე მძიმე ავადმყოფობის ან სულაც... ცოდვის. ადამიანური ეგოიზმი და სიცოცხლის სიყვარული გვაიძულებს ის მოუსვენრობა, რასაც ჩვეულებრივ სინდისის ხმა ჰქვია, ჩავახშოთ. და თუ მთლად ვერ ჩავახშობთ, სულის სიღრმეში მივაყუჩოთ მაინც. ასე მგონია, ადამიანები ამ ხმის მიუხედავადაც კი ბოლომდე კარგად ვერ ვაცნობიერებთ, რა არის ცოდვა: მარადიული სიცოცხლისთვის საშიში “ბუა”, მომაკვდინებელი ავადმყოფობა თუ საკუთარ თავთან მუდმივ წინააღმდეგობაში ყოფნა...
საზოგადოებრივი აზრის „აზრზე“ კი, მგონი, ყველა ვართ: „ამან ეს თქვა, ამან ის არ იფიქროს, იმან არ დაინახოს, რას იტყვის ხალხი?!“ და ა.შ. – აი, ქართული საზოგადოებრივი აზრი ყოფით ენაზე. განაგრძეთ კითხვა