აიღე სახატავი ფურცელი, ფანქარი და დახატე გოჭი. ახლა კი წაიკითხე ტესტის პასუხები: - თუ გოჭი ფურცლის ზედა ნაწილში დახატე - შენ ძალიან ოპტიმისტი ადამიანი ხარ და ყოველთვის გჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
- თუ გოჭუნა ფურცლის შუაში განათავსე - შენ რეალისტი ხარ, მხოლოდ იმაზე ფიქრობ, რისი ასრულებაც შესაძლებელია. ამიტომ იშვითად გწყდება რამეზე გული.
- თუ გოჭი ფურცლის ქვედა ნაწილში მოხვდა - ე.ი. ცოტა სევდიანი ხარ. რატომ გგონია, რომ შენი ოცნებები არ ასრულდება? იმედი არ დაკარგო, ისინი ადრე თუ გვიან აუცილებლად აგისრულდება.
ახლა დააკვირდი, საით იყურება შენი გოჭი:
- თუკი შენი გოჭი მარცხნივ იყურება, შენ ძალიან ჭკვიანი, ბეჯითი და მონდომებული ბავშვი ხარ. გიყვარს წესრიგი, თუმც ზოგჯერ ზარმაცობ კიდეც.
- თუკი გოჭი მარჯვნივ იყურება - შენ ძალიან ცელქი და მოუსვენარი ხარ. ხშირად არ უჯერებ მშობლებს და ცდილობ, ყველაფერი დამოუკიდებლად გააკეთო.
- თუკი გოჭი პირდაპირ იყურება - შენ გულახდილი და გულწრფელი ბავშვი ხარ. არ გიყვარს ტყუილების თქმა და სხვებისგანაც სიმართლეს მოითხოვ.
ახლა კი ვნახოთ, როგორ გამოიყურება გოჭუნა:
- თუკი გოჭი ბევრი დეტალით გაქვს გაფორმებული - შენ ფრთხილი და ჭკვიანი ბავშვი ხარ. ყოველთვის ხვდები, რისი გაკეთება შეიძლება და რისი - არა.
- თუკი დეტალები ცოტაა - შენ ემოციური და მგრძნობიარე ხარ, როცა გაიზრდები, რისკიანი იქნები.
- თუკი გოჭი ოთხივე ფეხზე დგასL- შენ ძალიან სანდო და კარგი მეგობარი ხარ.
- გოჭუნას კუდი რაც უფრო გრძელი აქვს, ე.ი მით უფრო დიდი სიყვარული შეგიძლია.
- ასევე ყურები - რაც უფრო დიდი აქვს, მით უფრო კარგი მსმენელი და საინტერესო მოსაუბრე ხარ.