საინტერესო შეთავაზება! გენიოსები პროვინციაში იბადებიან და პარიზში (ანუ დედაქალაქში) კვდებიან - ეს ფრანგული ანდაზა ძალიან მომწონს, იქნებ იმიტომ, რომ ჩემი ბიოგრაფიაც პროვინციაში იწყება და თბილისში გრძელდება... მაგრამ ახლა ჩემს გენიოსობაზე ლაპარაკით არ მოგაცდენთ, არა, გამოცდილებას კი გაგიზიარებთ. საქმე იმაშია, რომ ყოველ ახალ წელს მსტუმრობენ ხოლმე ჩემი ნათესავები თუ ახლობლები მშობლიური პროვინციიდან. მეც ყოველთვის ვცდილობ, დაუვიწყარი ზეიმი მოვუწყო მათაც და ჩემს შვილებსაც და შეძლებისდაგვარად გავულამაზო ზამთრის არდადეგები.
ახლაც საახალწლო სამზადისსა და სტუმრების მოლოდინში ვარ ჩართული ფაქტობრივად, უკვე თადარიგს ვიჭერ, სად შეიძლება ისინი დავპატიჟო, რა ვაჩვენო... ძალიან მინდოდა მათი მთაწმინდის პარკში გასეირნება და ნაძვის ხის ზეიმზე დასწრება, რომელიც 25 დეკემბრიდან იწყება და ყოველ წელს ახარებს ბავშვებს სხვადასხვა შოუთი, თოჯინების თეატრით, ილუზიონისტებით თუ ჯამბაზებით და რაც მთავარია, საჩუქრებით სანტა კლაუსისგან. მაგრამ ღმერთმა გვამრავლოს და იმდენნი ვართ, რომ აშკარაა, სურვილი ვერ ემთხვევა ჩემს შესაძლებლობებს, უფრო კონკრეტულად კი, ფინანსურ შესაძლებლობებს.
გამოსავლის ძიებაში არც ხელი ჩამიქნევია და უქმად არც დამიკარგავს დრო, პირდაპირ ერთგულ და კარგად ნაცად ჰოთსეილს დავუწყე თვალიერება, სადაც აღმოვაჩინე, რომ მთაწმინდის პარკის საახალწლო მოსაწვევი თურმე ფასდაკლებით შემეძლო მეყიდა. თან რა კარგია, რომ ვაუჩერის ყიდვის რაოდენობა ერთ ადამიანზე არ არის შეზღუდული! მაშინვე ვიყიდე ვაუჩერი 12 ლარად 16-ის ნაცვლად. კმაყოფილი ველოდები ჩემს ნათესავებს. ზუსტად ვიცი, რომ ძალიან გავახარებ და კიდევ ერთ დაუვიწყარ საახალწლო არდადეგებს მოვუწყობ.
პარკში საახალწლო პროგრამები დაიწყება 25 დეკემბრიდან ყოველდღე (ორშ-პარ 11:30 19:00/ შაბ-კვ 11:00-19:00სთ), 14 იანვრის ჩათვლით.
საახალწლო მოსაწვევში შედის:
• დიდი ან პატარა მანქანები ასარჩევად
• საჩუქარი სანტა კლაუსისგან
• დინოზავრების პარკი
• გიგანტური ბორბალი
• ილუზიონისტის შოუ