როგორი დედების ბავშვები არიან უფრო ჭკვიანები და კომუნიკაბელურები ეს ალბათ კარგი სიახლე იქნება იმ დედებისთვის, რომლებიც ბევრს მუშაობენ და ნაკლები დრო რჩებათ ბავშვთან უშუალო ურთიერთობისთვის. ბავშვის ინტელექტი და სოციალური უნარები რომ სათანადო დონეზე იყო, თურმე საკმარისია, დღეში თუნდაც ნახევარი საათი იურთიერთოს დედასთან.
ლონდონისა და ესექსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა სცადეს გაერკვიათ, რა პირობები ახდენს ყველაზე დიდ გავლენას ბავშვის განვითარებაზე. ამისათვის მათ გააანალიზეს 8 ათასი ბავშვის მონაცემები და მათი დედების - 16 წლის განმავლობაში გროვდებოდა ეს ინფორმაცია.
კვლევის შედეგად მეცნიერები მივიდნენ სამ ძირითად დასკვნამდე. ჯერ ერთი, 3-7 წლის ასაკის ბავშვები, რომლებსაც ამ ასაკში მშობლები დიდ დროს უთმობდნენ განმავითარებელი საქმიანობებისგან, მაგალითად, უკითხავდნენ ან საშინაო დავალების შესრულებაში ეხმარებოდნენ, უკვე გაზრდილები გაცილებით უკეთეს შედეგებს აჩვენებდნენ ინტელექტუალურ ტესტებში და წარმატებები ჰქონდათ არა მხოლოდ სკოლაში, არამედ უნივერსიტეტშიც.
მეორე - თუ დედები არ მონაწილეობენ ბავშვების სწავლების პროცესში, არამედ უბრალოდ მხიარულად ატარებენ მათთან დროს - ხატავენ, სეირნობენ, მღერიან, ესეც მშვენიერია, რადგან ხელს უწყობს ბავშვის სოციალური უნარების განვითარებას. ასეთი ბავშვები უფრო მეგობრულები, კეთილები იზრდებიან, იოლად შედიან სხვებთან კონტაქტში და შეუძლიათ კოლექტივში მუშაობა.
მესამეც - ამ ყველაფრის მისაღწევად თურმე, საკმარისია, ბავშვმა დედასთან დღეში ნახევარი საათი მაინც გაატაროს. რა თქმა უნდა, თუ ასეთი ერთად გატარებული დრო მეტი იქნება, კიდევ უკეთესი, მხოლოდ წაადგება ბავშვს. გარდა ამისა, მეცნიერებისვე თქმით, დიდი გავლენა აქვს ბავშვებზე მამასთან ურთიერთობას. თუმცა ეს საკითხი ჯერ კიდევ კვლევის საგანია.
ასევე იხილეთ: დააკვირდით, რას ხატავს თქვენი შვილი და გამოიცნობთ მის ხასიათს