გახსოვდეთ, რომ ნიტრატების ყველაზე მაღალი კონცეტრაცია ქერქთან გროვდება ძნელია, ბავშვს უარი უთხრა საზამთროს ყიდვაზე. მაგრამ ყველა ბავშვისთვის შეიძლება მისი მირთმევა? აღმოჩნდა, რომ ამ პროდუქტს ბევრი უკუჩვენებაც აქვს. მის შერჩევასაც ცოდნა უნდა.
თავისთავად საზამთრო ძალიან სასარგებლოა, რადგან ბევრ ვიტამინს შეიცავს - С, Е, В6, ფოლიუმის მჟავას, ფლავინოიდებს და ა.შ. ნაყოფი მდიდარია ნახშირწყლებით, რომლებიც აუცილებელია ნივთიერებათა ცვლისთვის, იმავდროულად მასში თითქმის არ არის ცილები და ცხიმები. 100 გრამ პროდუქტში 27 კილოკალორიაა.
იმის გამო, რომ საზამთროში მეტი ნაწილი წყალია, მისი ხშირი მიღება არ არის სასურველი თირკმლის დაავადებების მქონე ბავშვებისთვის, პიელონეფრიტის დროს, ასევე ფრუქტოზის დიდი კონცენტრაციის გამო არ არის რეკომენდებული დიაბეტიანებისთვის. ხოლო ართრიტის, გასტრიტის, ღვიძლის დაავადებების, სიმსუქნის და გულის დაავადებების დროს პირიქით, სასარგებლოა.
გარდა ამისა, რასაკვირველია, სწორად უნდა შეირჩეს საზამთრო, რომ არ მოვიწამლოთ და სარგებლობა ზიანად არ გვექცეს. ყიდვის დროს მიაკაკუნეთ, მწიფე საზამთრო კარგ ჟღერადობას გამოსცემს. საზამთროს შერჩევასა და ნიტრატებისგან გასუფთავებაზე უფრო დაწვრილებით იხილეთ ჩვენი სტატია.
სანამ ბავშვს შესთავაზებთ, უნდა დარწმუნდეთ, რომ მასში არ არის ქიმიური ნივთიერებები. კუბებად დაჭერით და წყალში ჩააგდეთ – თუ წყალი აიმღვრა, პროდუქტი უსაფრთხოა, თუ წყალი ვარდისფრად შეიღება, ე.ი. ნიტრატებიოთ არის გაჯერებული. ისიც გახსოვდეთ, რომ ნიტრატების ყველაზე მაღალი კონცეტრაცია ქერქთან გროვდება, ამიტომ არ დართოთ ნება ბავშვებს, ქერქამდე შეჭამონ, ან სულაც თავად დაუჭერით ისე, რომ ქერქთან უფრო ახლოს რაც არის, ის შრე სქლად მოაჭრათ.