„პირის ამოკერვით ვარ დაკავებული ახალი წლების შემდეგ“ მომღერალმა სოფო ბედიამ მოგვიყვა როგორ შეხვდა ახალ წელს, ვინ იზრუნა მის ოჯახში საახალწლო სუფრაზე, როგორი ურთიერთობა აქვთ მის მეუღლესა და ბებოს, რომელიც მათთან ერთად ცხოვრობს და გააკეთა კომენტარი 31 დეკემბერს ღია ცის ქვეშ ჩატარებული კონცერტის ხარვეზებზე და ამ ხარვეზებით უკმაყოფილო მომღერლების საყვედურებზე.
თურმე სოფოს საცივი არასდროს გაუკეთებია, სამაგიეროდ ძალიან გემრიელ გოზინაყს აკეთებს. მან ჩვენთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ აუცილებლად უნდა სცადოს საცივის გაკეთება, როგორც კი დროს გამონახავს.
- როგორ შეხვდით ახალ წელს?
- ახალ წელს შევხვდი ქუჩაში, საახალწლო კონერტზე. ბოლო წლებია ტრადიციად მექცა კოლეგებთან ერთად ახალი წლის შეხვედრა.
- ვისთან ერთად იმღერეთ?
- სოლო ნომრით ვიყავი წარდგენილი თან კონცერტი გავხსენი.
- თქვენი მეუღლეც თქვენთან ერთად შეხვდა ახალ წელს?
- კი, ყოველთვის ჩემთან ერთად არის.
- თქვენ ხომ ძალიან დაკაბებული ხართ, საახალწლო სუფრაზე და ნაძვის გაწყობაზე ვინ ზრუნავს თქვენს ოჯახში?
- ნაძვის ხე მე და ჩემმა შვილმა გავაწყვეთ (უფრო მეტად ნიკოლოზმა) და საჭმელები ბებომ მოგვიმზადა, რომელიც ჩემთან ცხოვრობს.
- თქვენმა თუ მეუღლის ბებომ?
- ჩემმა ბებომ და დედაჩემმა.
- როგორი ურთიერთობა აქვთ თქვენს მეუღლეს და ბებოს?
- ძალიან კარგი. ძალიან თბილი და კარგი ქალია ბებო, მიშოც ძალიან მოსიყვარულეა და შესაბამისად ამ მხრივ ბედნიერი ვარ. ჩემი ოჯახის წევრები ისევე უყვარს, როგორც - საკუთარი. ძალიან დიდი ბედნიერებაა, როცა ოჯახები ერთმანეთით ხარობენ. განაგრძეთ კითხვა