მას სურს დაანახოს სხვა დედებს, რომ არანაირი გამართლება არ აქვს დედას მშობიარობის შემდეგ, რომელიც თავს არ უვლის 34 წლის ბრიტანელ სიმონ გეიტლს 5 შვილი ჰყავს. უფროსი 9 წლისაა. ის მაინც მშვენიერ ფორმაშია და დღეში ორჯერ ვარჯიშობს. მრავალშვილიანი დედის დილა სპორტ-დარბაზში, დილის 5 საათზე იწყება. შემდეგ ასეირნებს ძაღლს. ყოველდღიური აზიდვებისთვის საკუთარი შვილების წონას იყენებს.
სიმონი აცხადებს, რომ იდეალური სხეული შეიძლება მშობიარობის შემდეგაც გქონდეს. მას სურს დაანახოს სხვა დედებს, რომ არანაირი გამართლება არ აქვს დედას მშობიარობის შემდეგ, რომელიც თავს არ უვლის.
მისი ქმარი, 45 წლის პროფესორი პოლ გეიტლია და მათი შვილები - 2წლის მინი, 5 წლის ინდია, 6 წლის ბლოსომო, 7 წლის ჩესტერი და 9 წლის სამერი - სიამოვნებით ვარჯიშობენ და უყვართ ფეხით სიარული.
"როდესაც პირველ ბავშვზე ვიყავი ფეხმძიმედ, ძალიან ბევრს ვჭამდი და 9 თვის ასაკში ჩემს წონასთან შედარებით 3-ჯერ მეტს ვიწონიდი. სამერის დაბადების შემდეგ თავი ხელში ავიყვანე და დავიბრუნე ადრინდელი ფორმები. მას შემდეგ კიდევ 4 ბავშვი გავაჩინე.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემმა პრესმა 5-ჯერ შეიცვალა ფორმა, დღემდე მაქვს 8 "კუბიკი" პრესზე. მინდა ვაჩვენო ქალებს, რომ არ არის აუცილებელი სპორტ-დარბაზში ცხოვრება, რათა ჰქონდეთ დაჭიმული სხეული. მეგობრები გაოცებულები არიან იმით, რომ დარბაზში 5 ბავშთან ერთად დავდივარ. საქმე ისაა, რომ ვარჯიშის გარეშე ვერ შევძლებდი ამდენი რამის მოსწრებას".
ჩემი ყოველდღიური რაციონი ასეთია:
საუზმე - გრანოლა ან ომლეტი;
ლანჩი - სალათები ორაგულით და უჯრედისით;
ვახშამი - თევზი ან ინდაური მოთუშულ ბოსტნეულთან.
წახემსება - 2 ბანანი.