გოგონა მშობლებმა თავიანთი ნებით გაათხოვეს ეს შემთხვევა არაბეთში სულ ახლახან მოხდა. 80 წლის კაცმა 12 წლის გოგონაზე იქორწინა, მისი მშობლების ნებართვით. ამ ქვეყანაში ჩვეულებრივი ნორმაა ეს და არავის გაჰკვირვებია, არც გოგონას მცირეწლოვნება და არც მისი ქმრის სიბერე.
ვიდეომ, რომელზეც ამ ქორწილის რამდენიმე კადრია ასახული, ასი ათასობით ნახვა დააგროვა და ათი ათასობით აღშფოთებული კომენტარი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
მიუხედავად იმისა, რომ რა ხანია ამ თემაზე მიმდინარეობს გაცხოველებული სჯა-ბაასი, იბრძვიან უფლებადამცველები და ა.შ., არაბულ და კიდევ ბევრ სხვა ქვეყანაში კვლავაც ჩვეულებრივი ამბავია მცირეწლოვანი გოგონების გათხოვება ასაკოვან მამაკაცებზე.
ასევე იხილეთ: როგორ ათხოვებენ 5 წლის ბავშვებს - შოკისმომგვრელი აზია
ვიდეოზე ჩანს, როგორ შედის 12 წლის გოგონასთან სახლში ტანდაბალი მოხუცი, რომელსაც "პატარძლის" ოჯახის წევრები ეგებებიან. ტრადიციის თანახმად, საქმრო თავისი გასაღებით აღებს მომავალი ცოლის საძინებელს, კოცნის მას და მის გვერდით საწოლზე ჯდება.
სამწუხაროდ, ამ ქვეყნებში ამ ფაქტს არ განიხილავენ არანაირ ძალადობად, არანაირ ანომალიად და პატარა გოგონები საზოგადოების ჩვეულებრივ მსხვერპლად იქცევიან.