"დღე-ღამეში 15 საათი ვმუშაობ, პრაქტიკულად არ მძინავს... ნეტავ სხვა დედები როგორ უმკლავდებიან ამას?" ცნობილმა პლუს-საიზ-მოდელმა და ორი შვილის დედამ ტეს ჰოლიდეიმ თავის ინსტაგრამზე დაწვრილებით დაწერა, თუ როგორ უმკლავდება ბავშვების აღზრდის პროცესს. მის ნაწერს უამრავი დედა გამოეხმაურა.
31 წლის მოდელს და მის მეუღლე ნიკს 11 წლის რეილი და 8 თვის ბოუი ჰყავთ. ტესი გამოუტყდა თავის თაყვანისმცემლებს, რომ აღარ დარჩა ძალა, გაუმკლავდეს დედის მოვალეობებს. მით უმეტეს, როდესაც საქმე სხვაც აქვს - ტესი ხომ სამოდელო სფეროში საკმაოდ წარმატებულია, ხშირად აქვს გადაღებები, ინტერვიუები და ყოველთვის მოეთხოვება, რომ ფორმაში იყოს.
"არ მძინავს დილის 3 საათიდან იმიტომ, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ვაწვენ დასაძინებლად ბოუის, მალევე იღვიძებს. კბილები ამოსდის და სულ არ აინტერესებს, რომ ხვალ რთული დღე მაქვს. ხშირად დღე-ღამეში 15 საათს ვშრომობ, პარალელურად დაკავებული ვარ ბავშვებით, ვისვამ ტუჩსაცხს და ვცდილობ არ მოვეშვა. ვსვამ ბევრ ყავას და ვიღიმი. ჩემი ღიმილი ბოუის ყველაზე დიდ სიხარულს ანიჭებს. მაგრამ დღეს რაღაც ისე ვერ არის", - გულწრფელად წერს ჰოლიდეი სოციალურ ქსელში.
"ვიტირე თითქმის 2 საათი. ახლაც თან ვწერ და თან ვტირი. ზღვარზე ვარ. მე გადავაჭარბე ჩემს შესაძლებლობებს."
"კარგად გამოვიყურებოდე - ეს დიდი პასუხისმგებლობაა. ძუძუთი კვების დროს ძილის ნაკლებობა მქონდა, დილით ვიღვიძებდი თვალის ქვეშ სიშავეებით, ვიყავი უენერგიო. როგორ უმკლავდებიან სხვები ამ ყველაფერს?" - ეკითხება მოდელი თავის გამომწერებს, რომელთა რიცხვი 1,4 მილიონია.
"დიახ, ავირჩიე პროფესია, სადაც მნიშვნელოვანი გარეგნობაა. მე პირველი ვაცხადებ ჩემთვის: როგორც დედისთვის, ამ სტრუქტურაში მუშაობის დროს მნიშვნელოვანია ცოდნა, თუ სად არის ზღვარი, სად ბალანსი და სად თანაგრძნობა. ვიმედოვნებ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი შეიცვლება და საზოგადოება აღარ შეგვხედავს როგორც ცუდ დედებს, უბრალოდ გაიგებს, რომ ჩვენ მთელი ძალით ვცდილობთ ყოველივე ნეგატიური ჩვენს გულებში დავიტოვოთ", - დაასრულა მოდელმა თავისი მიმართვა ინსტაგრამის გვერდზე. კომენტარებში გამომწერებმა მოთმინება უსურვეს ტეს ჰოლიდეის.