მშობლები ხშირად აღნიშნავენ, რომ გაზაფხულის დადგომისთანავე მათ პატარას ხასიათი შეეცვალა მშობლები ხშირად აღნიშნავენ, რომ გაზაფხულის დადგომისთანავე მათ პატარას ხასიათი შეეცვალა. ის ჭირვეულობს, უმიზეზოდ ტირის, უჭირს დაძინება და ჩვეულებრივზე ნაკლებ ხანს სძინავს ან პირიქით, ძილადაა მივარდნილი, დღე და ღამე არეული აქვს - დღისით სძინავს, ღამით კი ფხიზლობს. ხასიათის ცვლილებასთან ერთად ეცვლებათ ჭამის მადა, საჭმელს არ ეკარებიან ანდა კუთვნილ ულუფაზე ნაკლებს ჭამენ.
ხასიათისა და გუნება-განწყობის ასეთი ცვლილების მიზეზი არის:
ენდოკრინული სისტემის მიერ გამოყოფილი ჰორმონების სეზონური დისბალანსი;
ორგანიზმის ახალ კლიმატურ ტალღაზე გადაწყობა;
გაზაფხულის სეზონური ავიტამინოზი.
ნაზამთრი, ზამთარგამოვლილი პროდუქტი კვებით ღირებულებას კარგავს. ასე რომ, პაწიასათვის სრულფასოვანი რაციონის შედგენას საგანგებო ყურადღება უნდა დაუთმოთ - საკვები ცილებით, ცხიმებით, ნახშირწყლებით, ვიტამინებთა და მინერალური მარილებით უნდა გაამდიდროთ.
რითი ვკვებოთ პატარა?
უმჯობესია ბავშვს მენიუ იმ რეგიონისთვის დამახასიათებელი ხილ-ბოსტნეულისაგან შეუდგინოთ, სადაც ცხოვრობს. ასეთ პროდუქტს უფრო ადვილად ითვისებს პატარას ორგანიზმი. ცილა აძლიერებს ორგანიზმის თავდაცვით ფუნქციას, უზრუნველყოფს იმუნიტეტის ნორმალურ ფუნქციონირებას. მის მისაღებად ყოველდღიურ მენიუში შეიტანეთ ხორცი, თევზი ან რძის პროდუქტები, განსაკუთრებით კი - ხაჭო. ზამთარგამოვლილ პროდუქტებს შორის ვიტამინების ყველაზე მდიდარი წყაროა კარტოფილი, კომბოსტო, სტაფილო, ჭარხალი, მწვანილი, ვაშლი, კენკრა. შეეცადეთ ყოველდღე მოუმზადოთ ბოსტნეულის პროდუქტები.
კარტოფილი
ის მაღალი კვებითი და სამკურნალო ღირებულებით გამოირჩევა. უხვად შეიცავს კალიუმის მარილებს და გამოიყენება როგორც მსუბუქი შარდმდენი. ახალგახეხილი უმი კარტოფილი უებარია დამწვრობის დროს.
სტაფილო
იგი სამკურნალო თვისებებითაა განთქმული. ახალგახეხილ უმ სტაფილოს ჭიების საწინააღმდეგო საშუალებად იყენებენ. სტაფილოსა და ოხრახუშის ნახარში კარგია ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ანთების დროს. წვენი რეკომენდებულია პირის ღრუს ანთებითი დაავადებებისას, პაწიებსAგაციების დროს შეგიძლიათ ჩააწვეთოთ ცხვირში 2-2 წვეთი დღეში 3-4-ჯერ. სასარგებლოა თვალის დაავადებებისას, მეძუძური დედებისთვის - რძის ნაკლებობის დროს. თუმცა სტაფილოს დიდი რაოდენობით გამოყენებას არ გირჩევთ შესაძლო ალერგიული ფაქტორების განვითარების გამო. განაგრძეთ კითხვა