ჭირვეული ხომ არ ხარ? 1. თუკი საჭმელი არ მოგწონს, ტირი და სხვა საჭმელს ითხოვ?
ა) რაც არ მომწონს, იმას ხომ არ შევჭამ?! - 1
ბ) ტირილს არ ვიწყებ, მაგრამ არც იმ საჭმელს ვჭამ - 2
გ) დედაჩემმა ყოველთვის იცის, რა უნდა მაჭამოს - 3
2. მშობლების არჩეულ ტანსაცმელს იწუნებ ხოლმე?
ა) დიახ, მე თვითონ უნდა ავარჩიო - 2
ბ) თუ ტანსაცმელი არ მომწონს, ვტირი, მაგრამ მაინც ვიცვამ - 1
გ) ჩემი და ჩემი მშობლების გემოვნება ყოველთვის ემთხვევა - 3
3. თუკი მაღაზიაში რაიმე მოგეწონა, მშობელი კი გეუბნება, რომ მისი საყიდელი ფული არ აქვს, როგორ იქცევი?
ა) ვტირი და ვითხოვ, რომ მიყიდონ - 1
ბ) დიდხანს ვწუწუნებ და მერე ვჩერდები - 2
გ) თუკი არ აქვს ფული, როგორ
უნდა მიყიდოს?! - 3
4. ცდილობ, რომ სხვისი სურვილებიც შეასრულო?
ა) დიახ, ყოველთვის ვასრულებ - 3
ბ) თუ მეზარება, ზოგჯერ არ ვასრულებ - 2
გ) ჯერ მე შემისრულონ და მერე
შევუსრულებ - 1
5. თუკი შენს მეგობარს უფრო კარგი სათამაშო აქვს, ვიდრე შენ, მშობლებს კატეგორიულად თხოვ, რომ შენც გიყიდონ?
ა) მეც ხომ უნდა მქონდეს კარგი სათამაშო?! - 1
ბ) თუ არ მიყიდიან, მეგობართან ერთად ვითამაშებ - 2
გ) თუ ჩემს მეგობარს აქვს, ის მათამაშებს - 3
ახლა კი შეაჯამე ქულები და ნახე, რამდენად გიყვარს საკუთარი თავი.
6-10 ქულა: ძალიან ჭირვეული და ჯიუტი ბავშვი ხარ, არასდროს ითვალისწინებ სხვების აზრს და განცდებს. თუკი ასე გააგრძელებ, ყველა მიგატოვებს და მეგობრებიც აღარ გეყოლება. შენი სურვილების ასრულებაც მოითხოვე, მაგრამ სხვებსაც გაუწიე ანგარიში.
11-13 ქულა: ხან ჭირვეულობ, ხან კი ძალიან კარგად იქცევი. ზოგჯერ მხოლოდ შენი თავი გახსოვს, ზოგჯერ კი - მხოლოდ სხვების დახმარებაზე ფიქრობ. თუკი სხვების აზრსაც მოისმენ და არ გაჯიუტდები, უკეთ იგრძნობ თავს. მეტი მეგობარი გეყოლება და უფროსებიც მეტად შეგაქებენ.
14-18 ქულა: შენ ძალიან კეთილი და საყვარელი ბავშვი ხარ. ცდილობ, ყოველთვის სხვებს ასიამოვნო, გაახარო და გააბედნიერო. ასე გააგრძელე და სიკეთისთვის აუცილებლად დასაჩუქრდები: ყველა სურვილი და ოცნება აგიხდება!