გამოცდილი დიასახლისის რეცეპტი ამ პასკას ფეისბუქზე დიდი მოწონება ხვდა წილად, უამრავი კომენტარი და გაზიარება. მისი ავტორი გამოცდილი დიასახლისი ვერიკო ბიწაძეა, რომელიც თავისი საფირმო პასკის რეცეპტს გვიზიარებს:
15 კვერცხი 2 კგ შაქარი 1 ლიტრი რძე 500 გრ მაღალპროცენტიანი არაჟანი 300 მლ ნაღები 500 გრ მაწონი 200 მლ ზეთი 800 გრ ერბო ან კარაქი ფქვილი 4,5- კილო სველი საფუარი 200გრ ან მშრალი 65 გრ.( 5ს.კ) ვანილი 5 პაკეტი ლიმონი 2 ცალი ფორთოხალი ერთი ცალი ან ფორთოხლის ცუკატი 300გრ ჯავზი ( მუსკატი) 4 ცალი ილი 40-50ც მოხალული და კანგაცლილი ( ან მთლიანად დავფქვათ და მერე საცერში გავატაროთ) მიხაკი 1ჩ/კ დარიჩინი 1ჩ/კ კოჭა 1ჩ/კ 100 გრ არაყი ან სპირტი 1ს/ კ მარილი ქიშმიში 800 გრამი ფერადი ცუკატი 500 გრამი გარგარის და შავი ქლიავის ჩირი 300-300გრ
1) ერთი კვირით ადრე ვამზადებთ სუნელებს: 4 ცალი ჯავზი+40-50 ილი მოხალული და კანგაცლილი +1ჩ/კ მიხაკი+ 1ჩ/კ დარიჩინი+1ჩ/კ ჯანჯაფილი +2 ცალი ლიმონი კანიანად გახეხილი ან დაბლენდერებული( ფორთოხლის ცუკატების გამოყენების დროს მხოლოდ ერთი ლიმონი) + 1ჩ/ ჭიქა არაყი ან სპირტი. ეს ყველაფერი ახალი დაფქვული ჩავდოთ მინის ქილაში და დრო და დრო შევანჯღრიოთ.
ამას არ ვწურავ მთლიანად ვუკეთებ ერთ პორციას.
2) 15 კვერცხი ( სასურველია სოფლის) + 2 კილო შაქარი, გავაკეთოთ გოგლი მოგლი , ბლენდერში ან მიქსერში. შაქარი ვამატოთ ნელ- ნელა კარგად რომ გაიხსნას...ბლენდერშივე შეგვიძლია ჩავაგდოთ ერთი ფორთოხალი მთლიანად თხელკანიანი ბერძნული, თუ არ ვუკეთებთ ფორთოხლის ცუკატს იმ შემთხვევაში, ან თუ მიქსერით ვაკეთებთ გოგლი მოგლს, მაშინ ფორთოხალი ბლენდერში ჩავდოთ და დავასხათ ნახევარი ლიტრი რძე და ავთქვიფოთ.
3) ამის შემდეგ ვიწყებთ საფუარის გააქტიურებას....200 გრამი სველი საფუარი ( მშრალი 5 ს/კ 65 გრამი) გავხსნათ ნახევარ ლიტრ თბილ რძეში (და არა ცხელში, რადგან ცხელი მოკლავს საფუარს) +1ს/კ მარილი+1ს/კ შაქარი+ფქვილი იმდენი რომ მივიღოთ არაჟნის სისქის მასა. დავდგათ სანამ კარგად არ ამოვა.
4) ავთქვიფოთ 800 გრ ერბო ან ნაღების კარაქი ( შერეულიც კარგია ერბო-კარაქი) + 500გრ არაჟანი+ 500გრ მაწონი+ ნახევარი ლიტრი რძე + 5 პაკეტი ვანილი
5) 300 მლ. ნაღები მაღალ პროცენტიანი, ავთქვიფოთ მანამ სანამ კარგად არ ამოვა.
1) გოგლი-მოგლი + 4) კარაქი +5) ნაღები ავურიოთ და ერთად კიდევ ვთქვიფოთ ცოტახანს შემდეგ + 1) სუნელები + 3) ამოსული საფუარი ავურიოთ ხის ან სილიკონის კოვზით კარგად...შემდეგ უკვე შევურიოთ ფქვილი უმაღლესი ხარისხი( პროგრესი) 4,5- 5 კილო ვზილოთ კარგად შესვენებით 10 წუთი...ვზილოთ შევისვენოთ და ასე ბოლოს 200 მლ ზეთით დავასრულოთ ზელვა...ან ეს ფქვილშერეული მასა გადავიტანოთ მიქსერში და ცომის საზელი ფეხით ვზილოთ 15 წუთი შევასვენოთ 15 და ისევ გავიმეოროთ, ერთი პორციის ცომი გავყავი ორ ნაწილად და ისე მომიზილა მიქსერმა, შემდეგ გადმოვიღე თასზე ორივე ნაწილი და ისევ თავიდან მოვაზელიე მიქსერს ორ ნაწილად...ბოლოს ხელით შევაზილე ზეთი და შევფუთე...ცომი უნდა იყოს ძალიან ჩვილი.
კარგად შევფუთოთ ორჯერ რომ ამოვა და ჩავზილავთ უკვე მესამე ჩაზელვაზე ვურევთ გამზადებულ ქიშმიშებს და ცუკატებს , წინასწარ მდუღარე დასხმულს, გარეცხილს, გამშრალს + ცოტა ფქვილი ავურიოთ ქიშმიშებს, კარგად რომ განაწილდეს ცომში.
გამზადებულ ფორმებში ვდებთ მესამედს, ვფუთავ ისევ კარგად რომ ამოვა, გავსებას უნდა დააკლდეს და შევდგამთ ღუმელში...ჯერ 100 გრადუსზე, მერე ვუმატებთ 10-10 და ან პირდაპირ 150-ზე მე ვურთავ მხოლოდ ძირს ვენტილაციასთან ერთად.
2) დიდი ყუთი კაკაოს + 4ს/კ არაჟანი + 2ს/კ კარაქი +7 ს/კ შაქარი . წამოვადუღოთ და სიპრიალისთვის 1ჩ/კ არაყი ჩავუმატოთ ბოლოს რომ გამოვრთავთ გაზქურას.
P.s წელს პირველად გამოვიყენე ნაღები, არ გამოვიყენე ფერადი ცუკატი და ფორთოხალი, რადგან დავამატე სახლში მომზადებული ფორთოხლის კანის ცუკატი. წლებთან ერთად სახეცვლილი და დახვეწილი რეცეპტი. დავიწყე დილით, შუადღისკენ მოვრჩი ცომის მომზადებას, 6 საათზე ამოვიდა პირველად, მერე 10-ზე, 2- ის ნახევარზე გადავიტანე ფორმებში და დილის 8-ზე დავიწყე ცხობა
მორთეთ სურვილისამებრ. ყველაფერი უნდა იყოს თბილი და ოთახშიც უნდა იყოს სითბო, რომ ცომი არ გაცივდეს.