რა ჩანს ე.წ. "ექოზე" და რა - არა, რა დიაგნოზების დასმაში გვეხმარება იგი და რამდენ ხანში ერთხელ არის მისი ჩატარება უსაფრთხო ექოსკოპიას, იგივე ულტრაბგერითი კვლევას, ყველაზე ხშირად მიმართავენ ადამიანები. სხვათა შორის, ყველაზე სწორ პასუხს სწორედ ამ კვლევისგან ელიან. რა ჩანს ე.წ. "ექოზე" და რა - არა, რა დიაგნოზების დასმაში გვეხმარება იგი და რამდენ ხანში ერთხელ არის მისი ჩატარება უსაფრთხო. ამ და ბევრ საინტერესო კითხვას ექიმი რადიოლოგი არჩილ ახმეტელი პასუხობს.
- ბევრს ჰგონია, რომ ექოსკოპიის გადაღებით ყველა კითხვაზე მიიღებს პასუხს. გაგვიმარტეთ, რას გვაჩვენებს ექოსკოპია და რა არ ჩანს ამ კვლევაში?
- ულტრაბგერისთვის ორი ხელისშემძლელი პირობა არსებობს: ჰაერის ბუშტუკი ორგანიზმში და აგრეთვე ძვლოვანი მკვრივი მასა. ამიტომ ხერხემალზე, ნაწლავებში, კუჭსა და ფილტვებში პრაქტიკულად, ულტრაბგერითი კვლევები ვერ ტარდება.
- კვლევაზე მისული პაციენტი პირველ რიგში აპარატს აქცევს ყურადღებას. ფიქრობს, რომ უახლესი ტექნიკა ზუსტი დიაგნოზის გარანტიაა. სინამდვილეში რა როლი ეკისრება აპარატურას და რა რჩება ექიმის კომპენტენციად?
- ძალიან სწორად დასმული კითხვაა! რა თქმა უნდა კარგი აპარატი არ იძლევა იმის გარანტიას, დიაგნოზი რომ დაისვას!. აპარატი არის შეფასებისთვის აუცილებელი! რაც უფრო კარგი აპარატურაა, უფრო ამომწურავი პასუხი იწერება და უფრო მეტ პათოლოგიას ვამჩნევთ, მაგრამ ამის უკან უნდა იდგეს ექიმის კვალიფიკაცია, მისი ცოდნა და გამოცდილება!... სამწუხაროდ,
პაციენტი ვერ მიხვდება, რომელი ექიმია ასეთი. ამიტომაც უნდა არსებობდეს სანდო ექიმი, რომელსაც ვინმე გაუწევს რეკომენდაციას ან ექიმების ზოგად რეიტინგებში მოძებნით
გამოცდილ ექიმს. კვლევაზე მისული პაციენტი მხოლოდ შეხედვით ვერანაირად ვერ შეაფასებს ექიმის კვალიფიკაციას!
- ექიმები ხშირად მოგვიწოდებენ პროფილაკტიკური კვლევებისკენ. რამდენად მიზანშეწონილია პერიოდულად სხვადასხვა ორგანოს ექოსკოპიური კვლევა? თვეში ან წელიწადში რამდენჯერ შეიძლება ადამიანმა ეს კვლევა ჩაიტაროს?
- ამ კითხვას ძალიან ხშირად გვისვამენ და პასუხს ძალიან მარტივად მოგახსენებთ: ულტრაბგერითი ანუ ექოსკოპიური კვლევა დაფუძნებულია არა დასხივებაზე, არამედ ულტრაბგერაზე. ის ულტრაბგერა, რასაც ჩვენ ვხმარობთ (ძირითადად სამნახევრიდან შვიდნახევარ მეგაჰერცამდე), ამას არამხოლოდ ულტრაბგერითი აპარატი კი არ გამოჰყოფს, არამედ ძალიან ბევრი სახის აპარატურა, თუნდაც ტელეფონები.. ამ ბგერით დიაპაზონში ვცხოვრობთ მუდმივად! გაინტერესებთ, რამდენჯერ შეიძლება ულტრაბგერითი კვლევა ჩატარდეს, ვუპასუხებ:
რამდენჯერაც გნებავთ დღის განმავლობაში! ხოლო თუ რამდენად რეკომენდირებულია პროფილაქტიკური გამოკვლევა, თუ ადმიანს არაფერი არ აწუხებს, მიზანშეწონილია ექვს თვეში ერთხელ, ან პროგრამა მინიმუმი – წელიწადში ერთხელ! ეს რეკომენდირებულია, თორემ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ, ადამიანმა რამდენჯერაც არ უნდა ჩაიტაროს, ეს მავნე არ არის! მე პირადად 1990 წლიდან ვმუშაობ აპარატთან, მუდმივ რეჟიმში ჩართული მაქვს და არაფერს არ მიშავებს! ოსაკის უნივერსიტეტს აქვს გამოკვლევა: გარკვეული მცენარეები და ცხოველები ულტრაბგერითი აპარატის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან, რაც კი ულტრაბგერითი აპარატი გამოიგონეს იმის შემდეგ და არანაირი პრობლემა და პათოლოგია ამის გამო არ დაუფიქსირებიათ…რაც შეეხება საპროფილაქტიკო კვლევებს, ქალბატონებთან აუცილებლად უნდა იყოს გინეკოლოგიური კვლევა ჩატარებული. მხოლოდ უტრაბგერითი კვლევა კი არა, გინეკოლოგთანაც ვიზიტი აუცილებელია, რადგან ეს ერთმანეთს არ ცვლის.
მამაკაცებთან უნდა იყოს ჩატარებული წინამდებარე ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევა! წელიწადში ერთხელ საკმარისია ფარისებრი ჯირკვლის კვლევის ჩატარება, მუცლის ღრუს ორგანოების და თირკმლების კვლევაც... ბავშვებში თუ პედიატრი არ ჩათვლის საჭიროდ, რომ ჩასატარებელია პროფილაქტიკური კვლევა, 12-13- 14 წლამდე პროფილაქტიკური კვლევა აუცილებელი არ არის… ბავშვი ყოველთვის იმყოფება პედიატრის მეთვალყურეობის ქვეშ და თუ ექიმი ჩათვლის საჭიროდ, მაშინ უნდა გაკეთდეს გამოკვლევა!
- წლების განმავლობაში მედიცინა თითქოს წინ მიდის, მაგრამ სწორი დიაგნოსტიკა და მკურნალობა ხალხს მაინც სანატრელი აქვს. თქვენი გამოცდილებით, რომელი დაავადებების დიაგნოსტიკა გაუმჯობესდა ბოლო დროს და პირიქით, რა რჩება რთულად დასადგენ დაავადებებად?
- ძალიან რთული შეკითხვაა! მართალია, ტექნოლოგიზაცია მედიცინის წინ მიდის, აპარატურა გაუმჯობესდა, ლაბორატორიული და ფარმაცევტული ტექნოლოგიებიც... თუმცა სამწუხაროდ სამედიცონო მეცნიერება, ისევე როგორც დანარჩენი სხვა მეცნიერებები, წინა საუკუნის 80-90- იანი წლებიდან თითქმის წინ არ დაძრულა… ამის გამო არის გარკვეული პრობლემებიც დიაგნოსტიკაში! ძალიან გაუმჯობესდა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დიაგნოსტიკა, ასევე ძალიან გაუმჯობესებუია ორსულობის პერიოდში დიაგნოსტიკა, თვითონ ორსულობის მართვის დიაგნოსტიკა გაუმჯობესდა, მცირე წარმონაქმნების დიაგნოსტიკა გაუმჯობესებულია, რასაც ადრე აპარატი ვერ აღიქვამდა... ესენი გაუმჯობესდა, მაგრამ მედიცინა რამდენად წინ წავიდა ამ დაავადებების მკურნალობაში, ეს სხვა საკითხია, თუმცა რაღაც გარკვეული ნაბიჯები არის და წინ მიდის.
- ყველაზე ხშირად რა ჩივილით მოდიან პაციენტები?
- ყველაზე ხშირად მუცლის არის ტკივილით მოდიან, რომელიც არის გამოწვეული ნაწლავური ხასიათის ტკივილით… ეს ყველაფერი არაჯანსაღი კვების გამო ხდება! შემდეგ მოსდევს ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, შემდეგ ქალბატონებთან გინეკოლოგიური პრობლემები, მამაკაცებთან წინამდებარე ჯირკვლის პროსტატის ჩივილები...
ყველა ავადმყოფს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება! გულზე ხელი რომ დავიდო, ყველაზე მეტად ბავშვებთან და მოზარდებთან მიადვილდება ურთიერთობა, ვიდრე დიდებთან!
- ალბათ ბევრი უშვილო წყვილიც მოგმართავთ. ყველაზე ხშირად რა მიზეზები გამოგივლენიათ უშვილობის?
- რასაკვირველია ძალიან ბევრი უშვილო წყვილი მოგვმართავს. ძალიან კარგია როდესაც დგინდება, რა პრობლემაა. ჩვენს ქვეყანაში ძალიან ხშირია ქალებში პოლიკისტოზური დაავადება
საკვერცხეებში, რომელიც ძალიან ხშირად უშვილობის მიზეზია და დღეს მისი გადაწყვეტა ქირურგიულ-ენდოსკოპიური მეთოდით ძალიან მარტივია. არის ასევე ენდომეტრიოზები...
ხშირია მამაკაცების უშვილობის ფონი, რომელიც გამოწვეულია გადატანილი სასქესო ინფექციებით. ასევე ვენების გაგანიერება ვარიკოზული - სათესლე ჯირკვლის, რომელიც იწვევს სპერმის აქტივობის დაქვეითებას... როდესაც ეს ყველაფერი ვლინდება, კარგია. არს მომენტები, როდესაც ვერ ვავლენთ... მერე უკვე უშვილო წყვილები ან ხელოვნურ განაყოფიერებას მიმართავენ, ან სუროგატ დედებს ეძებენ. რასაკვირველია, ეს უფრო მოწიფულ ასაკში მყოფ წყვილებში ხდება...
ცოტა ხნის წინ წინ გვქონდა შემთხვევა, როდესაც 53 წლის ქალბატონმა უშვილობაზე მოგვმართა. მას უკვე ორი წელია მენსტრუაცია აღარ აქვს... თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია და მას რეალისტურად ავუხსენით, თუ რისი გაკეთება შეიძლება... თუ საკვერცხემ ვერ გაიღვიძა და კვერცხუჯრედი არ ჩამოყალიბდა, ( თუ მას უნდა რომ იმშობიაროს) შესაძლებელია დონორი ქალბატონის კვერცხუჯრედის ხელოვნური განაყოფიერება და შემდეგ ჩანერგვა... ეს ცოტა არაბუნებრივია და ნაკლებად მისაღებია პირადად ჩემთვის, მაგრამ ყველა თვითონ წყვეტს, რა და როგორ უნდა. ჩვენი მოვალეობაა ავუხსნათ, თუ რა არის დღეს შესაძლებელი!
საუბრის დასასრულს მოსახლეობას მსურს ვურჩიო რაც შეიძლება ნაკლები მავნე ჩვევებით იცხოვრონ, ჯანსაღი კვება ჰქონდეთ და რაც უფრო მეტს იმხიარულებენ, ნაკლებს ინაღვლებენ და
ინერვიულებენ, მით უფრო გაიზრდება ჩვენი ცხოვრების ხარისხი... დროულად უნდა მივმართოთ ექიმს, რადგან წინასწარ ვიცოდეთ, რა გვჭირს და როგორ ვართ!
რამდენი შვილის გაჩენა შეიძლება საკეისრო კვეთით - ამირან ქორიძის რჩევები