რამდენად გონივრული და გამართლებულია მეთოდი, რომელმაც ყველა აღაფრთოვანა? (+ვიდეო) ვიდეო, რომელზეც ჩანს, როგორ ოსტატურად ურეცხავს გაჭედილ ცხვირს დედა შვილს, ფიზიოლოგიური ხსნარით გავსებული უნემსო შპრიცით, უამრავმა ადამიანმა ნახა და აღფრთოვანდა კიდეც. ბევრმა დაწერა, რომ თავადაც სცადეს და ძალიან კმაყოფილები დარჩნენ შედეგით. რასაკვირველია, შპრიცს ნემსი უნდა მოაცალოთ და ისე უნდა გააკეთოთ და ასევე სპეციალური ასეთი ტიპის შპრიცებიც იყიდება, ასევე შეიძლება პატარა ოყნითაც.
ჩავთვალეთ, რომ გვეკითხა სპეციალისტისთვის, რამდენად გამართლებული და უსაფრთხოა ეს მეთოდი და რა უნდა გაითვალისწინოთ, თუ ამგვარად დააპირებთ ბავშვისთვის ცხვირის გამორეცხვას:
გვპასუხობს პედიატრიული პრივატ კლინიკის პედიატრი ხატია შუკაკიძე:
- ეს მეთოდი საკმაოდ აპრობირებულია და არ არის საშიში, ოღონდ, ზუსტად უნდა გაიმეოროთ, როგორც ვიდეოშია ნაჩვენები. ანუ ბავშვს თავი მარცხნივ უნდა ჰქონდეს ოდნავ გადახრილი, თუ მარჯვენა ნესტოში აწვეთებთ და პირიქით, რომ სითხე ყურისკენ არ წავიდეს. თუმცა წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ასე ცხვირის გამორეცხვა დაუშვებელია. წლამდე ბავშვებისთვის უნდა გამოიყენოთ მეთოდი, რომელის შემდეგ ვიდეოშია ნაჩვენებ - იხილეთ ვიდეო.