"როცა მაქებენ, უხერხულ მდგომარეობაში ვვარდები და..." საქართველოს პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა "პალიტრანიუსის" გადაცემა "ბლიცინტერვიუს" სტუმარია. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან.
თავისუფლება ჩემთვის არის...
თავისუფლება ღმერთის საჩუქარია, რომელსაც ყველა ადამიანს დაბადებისას ღმერთი ჩუქნის, ამიტომ იდეაში, ყველა ადამიანი თავისუფალია, უბრალოდ უნდა გავუფრთხილდეთ და ზუსტად მივხვდეთ იმ ღირებულებას, რასაც თავისუფლება ჰქვია.
რამ შეიძლება გამაბრაზოს...
ადამიანის თავხედობამ და იმ მდგომარეობამ, სადაც შეიძლება იყოს ცილისწამება, სისასტიკე, დაუნდობლობა, ძალიან ბევრი რაღაცა არის, რაც მიუღებელია. გაბრაზება ისეთია, შეიძლება უცებ გაბრაზდე და დაგავიწყდეს, გაბრაზება მომენტალურია, მაგრამ არის უფრო ღრმა რაღაცეები, რაზეც შეიძლება ამ სიბრაზემ იმატოს.
როცა მაქებენ...
პირველი განცდაა, უხერხულ მდგომარეობაში ვარდები და არ ვიცი, როგორ რეაქცია მქონდეს, მეორე წამი ალბათ არის კითხვა, ვიმსახურებ? და მერე ალბათ მოგწონს, ადამიანი ხარ და გიხარია, კარგს გეუბნებიან და პოზიტივი ყოველთვის კარგია.
სტიმულს მაძლევს...
ადამიანები, რომლებიც ყველანაირი პრობლემის მიუხედავად არიან ხალისიანები. ფიზიკური ნაკლის, მორალური თუ გაჭირვების და ა.შ. მათ აქვთ შინაგანი ძალა, რომელსაც ასხივებენ და ძალიან გადამდებია.
ვნანობ...
ვნანობ, რომ ბევრი შვილი არ გავაჩინე. განაგრძეთ კითხვა