მაგრამ საბოლოოდ გოგონას მშობიარობის მიღება მოუწია... 12 წლის ჯესი დელაპენას ძალიან უნდოდა დედის მშობიარობაში მონაწილეობის მიღება.
"მე და ჩემი ქმარი ვთვლიდით, რომ ჯესი ჯერ ძალიან პატარა იყო ასეთი სანახაობისთვის, მაგრამ დაჟინებით გვთხოვდა. როდესაც მივხვდით, რომ ეს არ იყო მოკლევადიანი გატაცება - დავთანხმდით. ბოლოს და ბოლოს ეს მისთვის დიდი გამოცდილება იქნებოდა!" - ყვება გოგონას დედა.
"ვთვლი, რომ თუ ბავშვები ისეთი მოზრდილები არიან, რომ იციან, რა არის სექსი, მაშინ მშობიარობის შესახებაც უნდა იცოდნენ ყველაფერი".
ჯესის ემოციები ფოტოფირზე აღიბეჭდა. თავიდან გეგმა ასეთი იყო: ის უბრალოდ უნდა მდგარიყო დედის გვერდზე და გაემხნევებინა ის. როდესაც ბავშვი დაიბადებოდა - უნდა გადაეჭრა ჭიპლარი. როდესაც ჯესის დედას მშობიარობა დაეწყო, ექიმმა მთლიანად შეცვალა გეგმები.
ტკივილი 8 საათს გრძელდებოდა.
"ამ დროს ექიმმა თქვა: ჯესი არ გინდა შენ რომ მიიღო მშობიარობა?"
"მან მოკიდა ჯესის ხელები და მთელი პროცესი ერთად ჩაატარეს".
"ჩემი შვილის სახეზე ემოციების ყურება დამეხმარა ყურადღების გადატანაში და ტკივილის შემსუბუქებაში. ყოველდღე კი არ იღებს ბავშვი დედის მშობიარობაში მონაწილეობას. ეს დაუვიწყარი იყო."