არ გააფრქვიოთ აეროზოლი დახურულ შენობასა და ავტომანქანის სალონში... როგორ დავიცვათ თავი კოღოს, კრაზანის და სხვა მწერების ნაკბენებისგან:
1. მწერების საწინააღმდეგო საშუალებები გამოიყენეთ მხოლოდ მას მერე, რაც საგულდაგულოდ გაეცნობით ინსტრუქციას.
2. ბავშვებისთვის გამოიყენეთ მხოლოდ ის საშუალებები, რომლებიც ბავშვთა ასაკშია რეკომენდებული.
3. არ გამოიყენოთ მწერების საწინააღმდეგო რეპელენტები (ცუდი სუნის მქონე პრეპარატები, რომლებსაც იყენებენ მწერების (კოღოს და მისთ.) დასაფრთხობად - რედ.) ტანსაცმლის ქვეშ, არ წაისვათ ჭრილობაზე და კანის დაზიანებულ უბნებზე.
4. არ დაუშვათ, რომ ბავშვმა დამოუკიდებლად გამოიყენოს რეპელენტი.
5. არ გააფრქვიოთ რეპელენტის აეროზოლი დახურულ შენობასა და ავტომანქანის სალონში.
6. გაუფრთხილდით თვალებს! ჯერ წაისვით ხელზე, ხოლო შემდეგ სახეზე.
7. გახსოვდეთ: ფუტკრებს და კრაზანებს იზიდავს ღია ფერის ტანსაცმელი და პარფიუმერიის არომატი.
8. ნუ დატოვებთ მაგიდაზე ტკბილეულსა და ტკბილ სასმელს, რადგან ფუტკრები და კრაზანები შეიძლება შეგეცილოთ ტრაპეზში. გადააფარეთ სუფრას, ბოთლებს დააფარეთ თავსახურები.
9. გააკონრტოლეთ, რომ ბავშვებმა არ დალიონ ლიმონათი ან წყალი გაუმჭვირვალე ჭურჭლიდან (მაგ: ალუმინის ქილიდან).
10. ხელი არ ჩაყოთ ფუღუროში და ბავშვებიც გააფრთხილეთ ამის შესახებ.
11. კრაზანის ან ფუტკრების ბუდის აღმოჩენის შემთხვევაში, ნუ გააკეთებთ მკვეთრ მოძრაობებს, ნელი ნაბიჯებით გაეცალეთ იქაურობას.
12. გამოიყენეთ მწერების საწინააღმდეგო ბადიანი ნიღბები.
ასევე იხილეთ ამ თემაზე: პაატა იმნაძის რჩევები - "მოერიდეთ ბავშვის შებინდებისას გასეირნებას"