ზოგჯერ ბავშვები ისეთ რაღაცას გეკითხებიან, არ იცი, გაიცინო თუ გაწითლდე...
ზოგჯერ ბავშვები ისეთ რაღაცას გეკითხებიან, არ იცი, გაიცინო თუ გაწითლდე... ბავშვისთვის კი მნიშვნელოვანი, რომ პასუხი მიიღოს. მათ არ სურთ, რომ დააიგნორონ, დასცინონ.
1. როგორ გავჩნდი?
იყავით გულახდილი და ნუ ჩაუღრმავდებით დეტალებს.
პირველ რიგში, უთხარით, რომ დედის მუცელში იჯდა. ეს პასუხი ბევრად გამართლებულია წეროსა და კომბოსტოს ზღაპარზე. თუ ბავშვი უფრო ცნობისმოყვარედ ჩაგეკითხებათ, მეტი ინფორმაცია „გაეცით“.
უთხარით, რომ როცა ადამიანებს ერთმანეთი უყვართ, ამ დროს დედის და მამის სხეულში ჩნდება უჯრედები, რომლებიც ერთდება და ჩნდება ბავშვი. ის ლიფსიტასავით პატარაა და დედის მუცელში დაცურავს. შემდეგ იზრდება, იზრდება და იბადება.
2. როცა გავიზრდები დედაზე დავქორწინდები?
ეს კითხვა უჩნდება ყველა ბავშვს, როცა უყალიბდებათ მიჯაჭვულობა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთან. რბილად უთხარით "არა".
"ოჯახში ყველას თავისი ადგილი აქვს. როცა შენ გაიზრდები, დედა მოხუცდება, მაგრამ შენ ისე გეყვარება და იზრუნებ მასზე. ცოლად კი ახალგაზრდა და ლამაზ გოგოს მოიყვან. თქვენ გეყვარებათ ერთმანეთი და შვილები გაგიჩნდებათ".
3. რატომ ჩხუბობთ?
ბავშვი ქვეცნობიერად თავს დამნაშავედ გრძნობს თქვენი ჩხუბის გამო. მიახვედრეთ, რომ ის არაფერ შუაშია.
"ადამიანები ჩხუბობენ, რადგან განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. ბავშვებიც ჩხუბობენ ხოლმე. ჩვენ აუცილებლად შევრიგდებით, რადგან გვიყვარს ერთმანეთი. ორივეს კი შენ გვიყვარხარ".
4. რატომაა ეს დეიდა ასეთი მსუქანი?
არ გაუჯავრდეთ, თუ ასეთი შეკითხვა ხალხმრავალ ადგილას დაგისვათ.
"ადამიანები განსხვავებულები არიან. დაბლები, მაღლები, მსუქნები, გამხდრები. მას შეიძლება ეწყნოს ასე რომ განასხვავე და ხალხის თანდასწრებით თითით მიუთითე მასზე. უმჯობესია, მასზე მაშინ მკითხო, როცა მარტოები დავრჩებით".
5. ვინ უფრო მეტად გიყვარს: მე თუ ჩემი და (ძმა)?
და-ძმა მუდმივად იბრძვის მშობლის სიყვარულისთვის. ნუ ეტყვით, რომ მისი ძმა (და) იმიტომ გიყვართ, რომ ის უკეთ სწავლობს.
"თქვენ განსხვავებულები ხართ და ჩვენი სიყვარულიც სხვადასხვანაირად გამოიხატება. ჩვენ ორივე ძალიან გვიყვარხართ. ისევე როგორც შენ გიყვარს შენი დედიკო და მამიკო".
6. ეს ექიმი მატკენს?
ნუ შეარცხვენთ ბავშვს ფრაზით : შენ უკვე დიდი ხარ! მშვიდად აუხსენით სიტუაცია.
"ექიმი არ გავნებს, მას უნდა, რომ დაგეხმაროს, გამოგაჯანმრთელოს. მეც მიკეთებდნენ ნემსს ავად რომ ვიყავი. მეშინოდა, მაგრამ გავუძელი. შეხედე, შენი ბაჭიაც (ან სხვა სათამაშო) ავადაა, მოდი, მოვუყვეთ, რატომ არ უნდა ეშინოდეს ექიმის".
7. მე მოვკვდები? შენ?
ნუ მოატყუებთ ბავშვს, რომ ის უკვდავია. მას შეუძლია სიმართლის გაგება.
"ადამიანები, ცხოველები, ყვავილებიც კი კვდებიან. ეს ბუნების წესია. ასე უნდა მოხდეს, რომ სხვა გაუთავისუფლდეს ადგილი. თავის დროზე ყველანი მოვკვდებით. ჩვენ გარდავიცვლებით, როცა მოვხუცდებით. როცა შენი შვილები გაიზრდებიან, შენც მოხუცდები, მაგრამ მანამდე საინტერესო და თავგადასავლებით აღსავსე ცხოვრებას გაივლი".
8. რატომ მიდიხარ სამსახურში?
აუხსენით, რომ თქვენი სამსახური კანონია, რომელიც უნდა დაიცვათ. გაამახვილეთ ყურადღება განშორების შემდეგ შეხვედრაზე.
"არ მინდა შენთან განშორებამ მაგრამ ასეა საჭირო. სამსახური ძალიან მნიშვნელოვანია. საღამოს კი აუცილებლად შევხვდებით. აიღე ჩემი ბრელოკი, მე კი შენი სათამაშო მომეცი და ერთმანეთთან ვიქნებით შორი მანძილის მიუხედავად".
9. შენთვის რატომ შეიძლება და ჩემთვის არა?
მთავარია, ბავშვი მიხვდეს, რომ მშობლის ყველა საქციელი არ უნდა მოირგოს.
"სიგარეტს ვეწევი და კომპიუტერთანაც გვიანობამდე ვატარებ დროს, მაგრამ მე არ მინდა, რომ შენ ჩემი შეცდომები გაიზიარო. ეს ჩემი ცუდი თვისებაა, ვეცდები, რომ მოვიშორო, რადგან მე მსურს, საუკეთესო გავხდე".
10. საწოლის ქვეშ რომ საშინელებაა დამალული, შემჭამს?
ყურადღებით მიუდექით ბავშვის შიშებს და მოიგონეთ, როგორ გადაააქციოთ საშიში კეთილად.
"მომიყევი საშინელებაზე. იცი, რომ მონსტრებს ჯადოსნური სიტყვების ეშინიათ. მოდი, ერთად მოვიგონოთ ჯადოსნური ფრაზა. აი, ძველი ტელევიზორის პულტი, იცი, რომ ის ჯადოსნურია, როცა ღილაკზე თითს დააჭერ და ჯადოსნურ ფრაზას წარმოთქვამ, საშინელება გაქრება. პულტი კი საწოლის გვერდით დაიდე".
ბავშვმა არ უნდა იცოდეს ბევრი. უბრალოდ უპასუხეთ მისთვის გასაგებ ენაზე. არ მოატყუოთ, თუ პასუხი არ იცით, გულწრფელად უთხარით, ერთად მოიძიებთ პასუხს. ტყუილი კი ავტორიტეტს დაგიკარგავთ მის თვალში. ნუ ელაპარაკებით მკაცრი ტონით. მოერიდეთ ბავშვის დაცინვას, სერიოზულად მიუდექით მის კითხვებს. თუ, რა თქმა უნდა, გსურთ, რომ მომავალშიც გკითხოთ რაღაც. ზოგჯერ კითხვა შიშის ან დახმარების თხოვნაა. ჩაუღრმავდით კითხვას და გაარკვით, რას ელის თქვენგან პატარა ადამიანი.
წაიკითხეთ ასევე:
თუ შვილმა თქვენ და თქვენს მეუღლეს უხერხულ ვითარებაში შეგისწროთ...