თუ გსურთ, ბავშვმა კედლები არ მოგიხატოთ, ჭურჭელი და ავეჯი არ დაგიზიანოთ, გასავითარებელი თამაშები უნდა ასწავლოთ თუ გსურთ, ბავშვმა კედლები არ მოგიხატოთ, ჭურჭელი და ავეჯი არ დაგიზიანოთ, გასავითარებელი თამაშები უნდა ასწავლოთ. არსებობს ორი ვარიანტი: ბავშვისა და დედის საერთო თამაშები და დამოუკიდებელი საბავშვო თამაშები, როცა დედა შეძლებს დრო საკუთარ თავს დაუთმოს.
ნახატიანი წიგნები
როგორც წესი, ამ ასაკში ბავშვები არ არიან მზად გრძელი ზღაპრების მოსასმენად. ამიტომ, პატარა ლექსები, მოთხრობები წაუკითხეთ, ძირითადად ნახატიანები.
ხატვა
თითის საღებავები უსაფრთხოა ბავშვისთვის. საბავშვო ხატვა წვრილ მოტორიკას აუმჯობესებს. დახატეთ სააბაზანოში, ფილაზე, სადაც ნახატის ჩამორეცხვასაც შეძლებთ და ბავშვის დაბანასაც.
კუბები და პირამიდები
აჩვენეთ პატარას როგორ უნდა დაალაგოს კუბები ერთმანეთზე. 3 კუბისგან ააგოს კოშკი. თამაშში ბავშვიც ჩართეთ და ცოტა ხანში დამოუკიდებლად შეძლებს თამაშს. ასწავლეთ ფერები და ზომები.
აქტიური თამაშები
დახუჭობანა, მხიარული ვარჯიში მუსიკის თანხლებით ბავშვებს ძალიან მოსწონთ.
როლებიანი თამაშები
გამოიყენეთ რბილი სათამაშოები, თითების თოჯინები. აჭამეთ თოჯინას, მოამზადეთ სადილი, გაასეირნეთ, გაასეირნეთ მანქანით, წაუკითხეთ დათუნიას წიგნი.
ჩართეთ საოჯახო საქმეებში
ბავშვებს უყვართ უფროსების დახმარება. მაგალითად მტვერსასრუტით დაალაგეთ ოთახი, მორწყეთ ყვავილები, გარეცხეთ ჭურჭელი. მიეცით პატარას ცოცხი, სუფრასთან მიატანინეთ თეფში, ჭიქა. ამგვარად ბავშვს განუვითარდება კოორდინაცია, მოტორიკა, ისწავლით საგნების დასახელებებს.
წლი-ნახევრის ასაკში პატარას შეეძლება სარეცხის მანქანასთან მიიტანოს ჭუჭყიანი სამოსი, ერთად შეაგროვოს სათამაშოები, ჭუჭყიანი თეფში, ჭიქა ჩადოს ნიჟარაში.
დამოუკიდებელი თამაშები
თავდაპირველად გახსოვდეთ, რომ ბავშვი ცნობისმოყვარეა. მას აინტერესებს ყველა საგანი, სურს მოკიდოს ხელი და გაუსინჯოს გემო. ამიტომ, მოაცილეთ ყველა წვრილი და მჭრელი საგანი. ბავშვი მშვიდად რომც თამაშობდეს, ხშირად შეამოწმეთ რას აკეთებს.
ერთად ვმუშაობთ
თუ თავად კითხულობთ, პატარასაც მიეცით ნახატებიანი წიგნი. თუ ტელეფონზე საუბრობთ, უფლება მიეცით ძველი ტელეფონით მანაც "დაურეკოს" მეგობარს. თუ წერთ, ფანქარი და ფურცელი არც შვილისთვის დაგავიწყდეთ. სადილის მომზადების დროს, მიეცით ქვაბი, რათა მასში ჩაალაგოს და ამოალაგოს ჩაის კოვზები.
ძველი ახალი სათამაშო
ბავშვს ახალი სათამაშოც მალე ბეზრდება. რაც უფრო მეტი გასართობი აქვს, მით ნაკლებ ინტერესს იჩენს მათდამი. ამიტომ სპეციალურ ყუთში შეინახეთ ძველი გასართობები და დროდადრო ამოიღეთ "ახალი" სათამაშოები. გაიხსენეთ, როგორ უნდა ითამაშოთ მისით.
საგორავებელი
ეს შეიძლება იყოს მანქანა, ბორბალი, ცხოველი, ჩააბით თოკი ან ჯოხი მიამაგრეთ და დააგორავებინეთ ბავშვს.
მოდელი
ბავშვებს უყვართ სამოსის მოზომება. ასწავლეთ, როგორ უნდა ჩაიცვას ესა თუ ის სამოსი. ისწავლის დამოუკიდებლად ჩაცმა-გახდას.
სამზარეულოში
ასწავლეთ სამზარეულოში სად რა ინახება, რაში რა უნდა მოათავსოთ. შეანახით მისთვის უსაფრთხო ნივთები.
საჰაერო ბუშტები
გაბერეთ ბუშტი, ბოლომდე არა და ასწავლეთ როგორ უნდა ითამაშოს. შეგიძლიათ თოკის მიუბათ ან ჯოხი დაუმაგროთ.
სახლები
დადგით ორი სკამი, გადაატარეთ პლედი ეს სახლია. ან მაგიდიდან სუფრა ჩამოაფარეთ, მის ქვეშ კი ბავშვი სახლობანას ითამაშებს.
სადილობის დროა
ჩამოამწკრივეთ თოჯინები და ცხოველები, დაუდგით თეფშები. ბავშვმა თითოეულს უნდა ჩაულაგოს ან პლასტიკატის ხილი და ბოსტნეული, ან მათი გამოსახულების ნახატი. თან აუხსენით ეს ვინაა, რას ჭამს და ა.შ.
ძველი ჟურნალები
ან ძველი ქაღალდები მიეცით, რომ დახიოს, დაკუჭოს. გაერთოს და მერე შეაგროვებინეთ, რომ გადაყაროს.
ჯადოსნური ტომარა
ტომარაში ჩაყარეთ ყველა ის ნივთი, რაც თავის ადგილზე არ დევს. "აბა ვნახოთ რა ჩაყლაპა ტომარამ".
ან 5-ლიტრიანი წყლის ბოთლი ისე გამოჭერით, რომ ბავშვი არ დაზიანდეს. ჩაასხით მასში წყალი და ჩაყარეთ მცირე ნივთები. გამჭვირვალე ბოთლში უკეთ ჩანს რა "ჩაყლაპა" მან.
ყუთი
დანაყოფებიან ყუთში მოათავსეთ ლობიო, ნიჟარები, წაბლი. ისინი ერთი უჯრიდან მეორეში გადაატანინეთ. ნახეთ, რომ შერეული არ იყოს. ასწავლეთ კოვზის გამოყენება.
ბურღულის "გადაზიდვა"
აიღეთ ორი ჯამი (ჭიქა ან თეფში). ერთში ჩაყარეთ ბურღული და აჩვენეთ, როგორ უნდა გადაიტანოს კოვზით ბურღული ერთიდან მეორე ჯამში. ახლა ერთში მეტი ჩაყაროს, მეორეში - ნაკლები. ან ორივეში თანაბრად.
თამაშები წლამდე ბავშვებისთვის, რომლებიც პატარას განვითარებაში ეხმარება