სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, ყურადღება მიაქციოთ ბავშვებს მაშველებმა ქობულეთში დაკარგული 4 წლის ბიჭი მშობლებისგან 3 კმ-ს მოშორებით ზღვაში შესული იპოვეს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა, ქობულეთში, კიდევ ერთი დაკარგული ბავშვი იპოვეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-დან დაფიქსირდა შეტყობინება, რომ შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 4 წლის ბიჭი დაიკარგა.
სააგენტოს ინფორმაციით, მაშველებმა ოპერატიულად დაიწყეს სამუშაოები, ბიჭუნა კი რამდენიმე წუთში, მშობლებისგან 3 კილომეტრის მოშორებით მაშინ იპოვეს, როდესაც ის უკვე წყალში იყო შესული. 4 წლის ბავშვი ამჟამად მშობლებთან იმყოფება, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო საზღვაო სეზონთან დაკავშირებით, უსაფრთხოების რეკომენდაციას იძლევა. სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, ყურადღება მიაქციოთ ბავშვებს/მოზარდებს და ნუ დატოვებენ მათ მეთვალყურეობის გარეშე.
წაიკითხეთ ასევე: განსაკუთრებული გაფრთხილება მათ, ვინც ზღვაზეა - საგანგებო სიტუაციების სააგენტო მშობლებს ურჩევს