2 აგვისტოს, გამთენიისას, ქართული კინოს ვარსკვლავების, ოთარ კობერიძისა და ლია ელიავას ერთადერთი შვილი, ნანა კობერიძე გარდაიცვალა. 2 აგვისტოს, გამთენიისას, ქართული კინოს ვარსკვლავების, ოთარ კობერიძისა და ლია ელიავას ერთადერთი შვილი, ნანა კობერიძე გარდაიცვალა. ის 59 წლის გახლდათ. ნანა კობერიძე პროფესიით მხატვარი იყო, ფოტოგრაფიითაც იყო გატაცებული. ერთი შვილი დარჩა, ანკა მანჯგალაძე. მეუღლე რამდენიმე წლის წინ გარდაეცვალა უკურნებელი სენით. ახლა კი თავადაც ამ სენს ემსხვერპლა...
ოთარ კობერიძემ ლია ელიავა "ბაში-აჩუკის" გადასაღებ მოედანზე გაიცნო. მაშინ მას ცოლი და ერთი ვაჟი ჰყავდა, ლია ელიავა კი ქმართან იყო გაშორებული. მითქმა-მოთქმის მიუხედავად, ისინი მაინც შეუღლდნენ და 1958 წელს საერთო შვილიც შეეძინათ - ნანა.
"მძიმე გარდატეხის პერიოდი მქონდა. არ მომწონდა ჩემი თავი საშინლად. არადა მართლა მინდოდა, ვყოფილიყავი ისეთი, როგორიც ლია იყო... მაგრამ დედა ყოველთვის ჩემ გვერდით იდგა, უსიტყვოდ ესმოდა ჩემი, მიადვილებდა ყველაფერს. არ მჭირდებოდა თქმა, როდის ვიყავი შეყვარებული. ყოველთვის ყველაფერს მატყობდა, მაგრამ ძალიან კორექტული ადამიანი იყო და უხეშად არ ერეოდა ჩემს ცხოვრებაში.
სანამ გავთხოვდებოდი, რამდენიმე წელი ვხვდებოდი ჩემს მეუღლეს. ლია წინააღმდეგი იყო ამ ურთიერთობის იმიტომ, რომ მიტოს ჰყავდა ოჯახი, შვილი...