მშობლებო, მოუხმეთ ბავშვებს ეკრანებთან სახლის პირობებში იმის გარკვევა, კარგია, თუ არა ე.წ. ჟელიბონები შესაძლებელია, ამისთვის დაადგით ქურაზე ცოტა წყალი, ჩაყარეთ შიგნით თქვენს მიერ შეძენილი ჟელიბონები, ჩვენ აქ გვაქვს სხვადასხვა წარმოების ჟელიბონები, ერთ ქვაბში ჩავყრი ერთი წარმოებისას, მეორეში კი სხვას. დაველოდოთ გადნობას (დრო) გამდნარი მასა წაუსვით მუყაოს ქაღალდს და მიაწებეთ მეორე ქაღალდი, ამის შემდეგ დაელოდეთ დაახლოებით ნახევარი საათი (დრო) თუ ქაღალდები ერთმანეთს ისე მიეწება, რომ მათი მოშორება შეუძლებელი გახდა, ჟელიბონები ცუდია, ნატურალურ ბაზაზე დამზადებული ჟელიბონებით მიწებებული ქაღალდები, მარტივად აძვრება ერთმანეთს. ზეფირში არანატურალური ნივთიერებების განსაზღვრა მასზე ცეცხლის წაკიდებითაა შესაძლებელი. (უკიდებს) ნატურალური ინგრედიენტებით დამზადებულ ზეფირს ცეცხლი მარტივად არ წაეკიდება, როგორც ამ ზეფირის შემთხვევაში, თუმცა ქიმიური შემადგენლობის მქონე ზეფირი გარდა იმისა, რომ ადვილად დაიწვება, ის მწვანე ფერის კვამლს გაუშვებს, როგორც აი ამ ზეფირის შემთხვევაშიც.
იმის გარკვევა, რომელი მარმელადია უკეთესი, სახლში მოტანამდეც შესაძლებელია, კარგი მარმელადის შემადგენლობაში მხოლოდ ხილი შაქარი, პექტინი და ლიმონმჟავა უნდა შედიოდეს. ანუ მასში არ უნდა იყოს სხვა ინგრედიენტები, მათშორის არც ჟელატინი. თუ უეტიკეტო მარმელადს, ან ჟელიბონს ყიდულობთ და შემადგენლობის წაკითხვა შეუძლებელია, მაშინ კარგად დააკვირდით პროდუქტს, კარგი მარმელადი გაუმჭვირვალე იქნება, ჟელატინისგან დამზადებული კი პირიქით.
ასევე იხილეთ: რა საშიშ დანამატებს შეიცავს საღეჭი რეზინი
ზეფირის ყიდვის შემთხვევაში დააკვირდით მის ფერს, თუ მის შემადგენლობაში პექტინია მითითებულიდა ზეფირი მონაცრისფროა, ეს ბუნებრივია, თუმცა თუკი ზეფირი პექტინის გარეშეა, ნაცრისფერი ფერი პროდუქტის დაძველებაზე მეტყველებს. გარდა ამისა, ზეფირის სიახლის დადგენა მასზე ხელის დაჭერითაცაა შესაძლებელი, თუ ხელის დაჭერისას მან ადვილად დაიბრუნა პირვანდელი ფორმა, ის ახალია, ძველი ზეფირზე ხელის დაჭერის კვალი დარჩება. ზეფირის ვადა შეფუთვაში არ უნდა აღემატებოდეს 2 კვირას, გახსნიდან კი ის მხოლოდ 2-3 დღეა ვარგისი. ზეფირისა და ჟელიბონების შესამოწმებლად ყველაზე უტყუარი მეთოდიც არსებობს. ფუტკრები არასოდეს ეტანებიან ქიმიური შემადგენლობის პროდუქტებს, მიუხედავად იმის, რომ ჩვენ შესაძლოა არომატიზატორებით გაჯერებულმა ტკბილეულმა მიგვიზიდოს, ფუტკრები არ მოტყუვდებიან. დადეთ შესამოწმებელი მარმელადი, ჟელიბონი, ან ზეფირი ღია ცის ქვეშ, მასთან ერთად იქვე დადეთ სხვა ტკბილეული, რომლის ნატურალურობაშიც დარწმუნებულები ხართ და დაელოდეთ, თუკი ფუტკარი მხოლოდ ნატურალურ პროდუქტთან მივიდა, შესამოწმებელმა პროდუქტებმა გამოცდა ვერ ჩააბარა, თუკი ფუტკარი ორივე ტკბილეულთან მივიდა, ნატურალურ პროდუქტებთან გაქვთ საქმე. იხილეთ ვიდეო