ამ კითხვებზე ბავშვებმა უნდა უპასუხონ
1. დამჯერი ბავშვი ხარ?
დიახ - 3
არა - 0
2. გაკვეთილზე მასწავლებელს გულდასმით უსმენ?
დიახ - 3
არა - 0
3. გაკვეთილზე მასწავლებელს გულდასმით უსმენ?
დიახ - 3
არა - 0
4. ბევრი მეგობარი გყავს?
ძალიან - 3
არც ისე - 1
5. გიყვარს საინტერესო ამბების მოსმენა?
რა თქმა უნდა - 3
გააჩნია, რა ხასიათზე ვარ - 1
6. მეგობრები ხშირად განდობენ თავიანთ საიდუმლოს?
დიახ - 3
ხანდახან - 0
7. გიყვარს სხვებზე ზრუნვა?
მიყვარს - 3
არა, ის უფრო მიყვარს, როცა ჩემზე ზრუნავენ - 0
შეაჯამე ქულები და წაიკითხე პასუხები:
18-21 ქულა
არაჩვეულებრივი მსმენელი ხარ. გიყვარს საინტერესო ამბების მოსმენა, უფროსების შენიშვნებსაც მშვიდად იღებ. საერთოდ, ძალიან ჭკვიანი და ყურადღებიანი ბავშვი ხარ. ბევრი მეგობარი გყავს, ზრუნავ მათზე და ყოველთვის გულდასმით ისმენ მათ გულისტკივილს.
1-17 ქულა
შეიძლება ითქვას, რომ ერთ ადგილზე გაჩერება და მშვიდად მოსმენა საერთოდ არ შეგიძლია. სულ ონავრობისკენ გაგირბის გონება. არ გიყვარს, როცა ჭკუას გარიგებენ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ტელევიზორში მულტფილმები გადის. მეგობრები კი გიყვარს, მაგრამ მათთან თამაში უფრო გიზიდავს, ვიდრე მათი პრობლემების მოსმენა.