"რადგან ოთხი შვილის დედა ვარ, სუპის სუნი უნდა ამდიოდეს?" - მრავალშვილიანი დედის მხიარული და გულახდილი ინტერვიუ
"რადგან ოთხი შვილის დედა ვარ, სუპის სუნი უნდა ამდიოდეს?" - მრავალშვილიანი დედის მხიარული და გულახდილი ინტერვიუ
1 / 3
Next
შვილების გაზრდა უდიდესი ტვირთი და პასუხისმბგებლობა რომაა, ეს ყველა დედამ მხოლოდ კი არ იცის, არამედ გასიგრძეგანებული აქვს. მაგრამ, დღევანდელ რთულ პერიოდში, როცა 24 საათი არ გვყოფნის ერთი დღის საქმეების მოსასწრებად, იყო 4 შვილის დედა, შენც ისევე, როგორც დანარჩენებს, გქონდეს შენი საფიქრალი, პრობლემა, ამავდროულად მუშაობდე, ახერხებდე კარგ დიასახლისობას, გართობას და რაც მთავარია, მუდმივად კარგ ხასიათზე ყოფნას, დამეთანხმებით, რომ მარტივი არაა. თუმცა, არიან ადამიანები, ვისაც ეს ყველაფერი ერთად ძალიან კარგად გამოსდით. სწორედ
ასეთი დედაა მაკა ქიტესაშვილი, რომელიც 4 შვილთან ერთად ყველა ზემოჩამოთვლილ საქმეს ართმევს თავს. ჩვენი რესპონდენტი პირველად დედა 18 წლის ასაკში გახდა და დღეს უკვე 15 წლის ვაჟკაცი უდგას გვერდით, რომელიც 4 წლის ნაბოლარა ტყუპ დებს მამასავით დაჰყურებს და უვლის.

- 18 წლის იყავი პირველი შვილი – გიგი რომ გააჩინე, შუალედში გააჩინე საბა, 31-ისას კი გეყოლა ტყუპი – მარიამი და ბარბარე. ემოციური, მგრძნობელობის, მიდგომების თვალსაზრისით განსხვაცდებოდა დედობა სხვადასხვა ასაკში?
- კი, როგორ არა. გიგისთან ბევრი რამე შემეშალა, ოღონდ ამას ახლა ვაცნობიერებ. მინდოდა სამაგალითო ყოფილიყო, ბევრს ვთხოვდი და ვფიქრობ, ამით გარკვეულწილად დავაკომპლექსე. საბა 27 წლისამ გავაჩინე და სულ სხვანაირად გავზარდე, მიუხედავად იმისა, რომ საშინლად ცელქი
იყო და უზარმაზარ ენერგიას მოითხოვდა ჩემგან. ერთადერთხელ მახსოვს, თმა მოვწიწკნე და საქმეები მირჩია, როგორ მომწიწკნე თმაო (იცინის). უკვე დღეს, გიგი ჩემთვის შვილზე მეტია, სულ სხვა ურთიერთობა გვაქვს, თითქოს თავს მასთან დამნაშავედ ვგრძნობ, ალბათ პატარა ვიყავი და ბევრ რამეს სწორად ვერ ვაცნობიერებდი, შეცდომებსაც ამიტომ ვუშვებდი. დღეს გიგისთან ვძმაკაცობ, ერთადერთია, რომელსაც ყველაფერს ვეუბნები. გარკვეული მიზეზების გამო, ჩემი მეუღლე ხშირად არ არის ჩვენ გვერდით - რაიონში მუშაობს, ამიტომ ძირითადად მარტოს მიწევს ბავშვებთან ყოფნა. გიგიმ ყოველთვის იცის, სად მივდივარ, რას ვაკეთებ, ხან როცა ისეთი სიტუაციაა, რომ არ ღირს ჩემს მეუღლეს ვუთხრა, საღამოს რომ გავდივარ, მხოლოდ იმიტომ, რომ შორსაა და ინერვიულებს, გიგისთან ვტოვებ ბავშებს და მამა თუ ურეკავს, ჩემთან შეთანხმებით ეუბნება ისეთ რაღაცას, რაზეც მამა არ აღელდება. რა თქმა უნდა, ჩემი მეუღლე ხვდება, რომ "შეთქმულებას" ვუწყობთ ხოლმე, მაგრამ სჯერა ჩვენი და აღარ გვეძიება.
mshoblebi
- მაკა, როგორც ვიცი, ტყუპი შენი ოჯახისთვის ძალიან რთულ პერიოდში გააჩინე - გქონდათ არც ისე მარტივი ფინანსური პრობლემები, დარჩით სახლის გარეშე... შესაძლოა შენს ადგილას სხვას სავალალო გადაწყვეტილება მიეღო...
- კი, ამას ბევრი მეუბნება, მაგრამ მე რომ ჩემი დედამთილ-მამამთილი არ დამდგომოდნენ გვერდით, რამე რომ მეგრძნო მათგან, ალბათ მეც მივიღებდი საშინელ გადაწყვეტილებას, ფაქტობრივად მათ კისერზე აღმოვჩნდი მოულოდნელად, საკუთარი ჭერის გარეშე
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
1 / 3
Next
27755
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
იზა
0
ძალიან საყვარლები არიან თავიანთ საამაყო დედიკოსთან ერთად. ულევი სიხარული და სიკეთე თქვენს ლამაზ ოჯახს, საუკეთესო მომავალი შვილებს
10:47 / 13-02-2017
ნათია
0
მეამაყები მაკო , ამ გოგოს უნდა იცნობდეთ რამდენი შეძლო მისი ანგელოზებისთვის....მიყვარხართ
02:04 / 29-12-2016
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?