ამ ასაკში თქვენს შვილს ამოუწურავი ენერგია აქვს 1. რაც შეიძლება მეტი დროს გაატარეთ მასთან და მეტი ეკონტაქტეთ
ამით პირველ რიგში მის სწორად ამეტყველებას შეუწყობთ ხელს, ბავშვი სიტყვების მარაგს გაიმდიდრებს. ამ ასაკში მას უკვე ყველაფერი ესმის. ამიტომ თუ რაიმეს დააშავებს, ყვირილი საჭირო არ არის. აუხსენით და გაიგებს. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ერთხელ ახსნილი და ნათქვამი 2 წლის ბავშვს კი არა, უფროსებსაც არ ჰყოფნით.
2. გამოიყენეთ განმავითარებელი წიგნები და თამაშები
ამ ასაკში თქვენს შვილს ამოუწურავი ენერგია აქვს და მთელი ოჯახის აკლებას ჯობია, რაიმე სასარგებლო აქტივობით დააკავოთ. თუნდაც ტანვარჯიშის მარტივი ილეთებით, რომლებსაც მუსიკის ფონზე შეასრულებს (საინტერესო თამაშის იდეა მოუსვენარი ბავშვებისთვის ). მშობლის ფანტაზიას სხვა საინტერესო გასართობის მოფიქრებაც შეუძლია.
3. ასწავლეთ, რომ სხვა ბავშვებსაც ეთამაშოს
2 წლიდან თქვენი შვილი უკვე სხვადასხვა ჯგუფური აქტივობის მონაწილე ხდება. უკვე შეუძლია გარკვეული წესები დაიცვას და კოლექტივს შეუერთდეს. მშობლები უნდა დაეხმარონ მას, რომ შესაფერის კოლექტივში შეაღწიოს. იზრუნეთ, რომ სხვა ბავშვების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება ჩამოუყალიბდეს. შეიძლება გარკვეულ მომენტებში აგრესიის გამოვლინება დაიწყოს. ამ დროს ყურადღებითა და მოთმინებით სცადეთ ვითარების განეიტრალება. ნუ მიბაძავთ იმ მშობლებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ბავშვები თვითონ მორიგდებიან.
4. გაამდიდრეთ ბავშვის სიტყვათა მარაგი
შეიძლება ყველა სიტყვას ვერ ამბობს, მაგრამ ყოველთვის გამოიყენეთ ახალ-ახალი სიტყვები. დროთა განმავლობაში ეს სიტყვები მის ლექსიკონში გადაინაცვლებს. სეირნობისას ყოველთვის შეჩერდით რაიმე ახალ ნივთზე და ესაუბრეთ მის შესახებ. ასე თანდათან დააგროვებს სიტყვათა მარაგს.
5. აზიარეთ ბავშვი მუსიკას
2 წლის ასაკს სპეციალისტები მუსიკის შესასწავლად იდეალურ პერიოდად მიიჩნევენ. ხშირად მოასმენინეთ ნაწყვეტები მუსიკალური ნაწარმოებებიდან და ცალკეული ნოტები. მათი სისტემატური გამეორებით მუსიკალური ჟღერადობა ბავშვისთვის ნაცნობი ხდება.
6. ერთად დათვალეთ საგნები
მუდმივად თვალეთ სათამაშოები, ხეები, სახლები, მანქანები და ა.შ. უჩვენეთ სხვადასხვანაირი სურათები და ერთად დათვალეთ. ეს მათემატიკური უნარების განვითარებას უწყობს ხელს.
7. ყურადღება მიაქციეთ ფერებს
როცა ბავშვს ელაპარაკებით, ყოველთვის ეცადეთ, მისი ყურადღება რომელიმე ფერსაც მიაპყროთ.
8. სთხოვეთ დააკვირდეს, როგორია საგანი
ამ ასაკში ბავშვს უკვე შეუძლია საგნის ნიშან-თვისებების გარჩევა. დიდია თუ პატარა, ცხელი თუ ცივი, გრძელი თუ მოკლე... ამიტომ ახალი ნივთის გაცნობისას აუცილებლად ჰკითხეთ, როგორია ეს საგანი.
9. აღკვეთეთ ნებისმიერი აგრესიული გამოვლინება ბავშვების ან მოზდილების მიმართ
ბავშვს ზოგჯერ სჩვევია აგრესია. თუნდაც ცხოველის ან მწერის მიმართ. ყოველთვის აუხსენით, რომ ასე არ შეიძლება. არასოდეს არ გაიცინოთ მის უწესო ქცევებზე, უფროსისადმი უპატივცემულობაზე. რაც დღეს სასაცილოდ გეჩვენებათ, ხვალ შეიძლება თავში სახლელი გაგიხდეთ.
10. ყოველთვის დაუმტკიცეთ შვილს, რომ ძლიან გიყვართ
ბავშვს ყველაზე მეტად თქვენი სიყვარული და ყურადღება სჭირდება.
ასევე იხილეთ: არასდროს მითხრათ, რომ ჩემს ასაკში ანგელოზები იყავით...