საქმიანი შენიშვნა
შენიშვნების კორიანტელს ნუ დააყენებთ, ჯერ კარგად ჩამოაყალიბეთ პრობლემა. ბავშვები გაცილებით მეტ პასუხისმგებლობას იჩენენ, როცა მშობლები დადანაშაულების და ბრძანებების ნაცვლად ვითარებას სწორად აფასებენ. მაგალითად, ნაცვლად "რა ამბავია, მთელი მაგიდა საღებავით მოგითხუპნია", ამბობთ: "მაგიდაზე საღებავია დაღვრილი, მიალაგე, თუ
მუქარის ნაცვლად არჩევანი
არ დაემუქროთ და არ უბრძანოთ, ამის ნაცვლად არჩევანის საშუალება მიეცით. მუქარა და ბრძანება ბავშვებს სწყინთ და თავს უმწეოდ გრძნობენ. არჩევანი კი ახალი შესაძლებლობისკენ უხსნის გზას. როცა 4 წლის ბავშვი "არ მშია, არ მშია"-ს გაიძახის, შესთავაზეთ თქვენთვის სასურველი არჩევანი - "წიწიბურას შეჭამ თუ "ჰერკულესის" ფაფას?". შედარებით უფროსებთან კი ეფექტურია: "რით იწყებ მეცადინეობას, ქართულით თუ მათემატიკით".
ამით ბავშვი ავტომატურად გადაერთვება თქვენთვის სასურველ ვარიანტებზე.
გამოხატეთ გრძნობები და არა ისტერიკები
ნათლად გამოხატეთ გრძნობები. ბავშვებს მხოლოდ ყვირილი როდი ესმით. ეცადეთ და დაელაპარაკეთ თქვენს გრძნობებზე, უთხარით, როგორ გრძნობთ თავს მისი საქციელის მერე. ეს ნდობას აღრმავებს და ბავშვი მეტად დაგიჯერებთ. ნაცვლად "დაუწიე ტელევიზორს, ხმაურისგან თავი მისკდება", უთხარით "როცა ტელევიზორი ხმამაღლა გაჰყვირის, ძალიან მტკივა თავი და შეიძლება ავად გავხდე".
იქნებ წერილმა გაჭრას?
შეიძლება, სიტყვაზე
გამოიყენეთ მულტპერსონაჟები
შენიშვნის მიცემისას აქცენტი ინტონაციაზე გააკეთეთ. ნაცვლად: "ღმერთო ჩემო, აქაურობა საღორეს ჰგავს", ეცადეთ იგივე აზრი სხვადასხვა პერსონაჟის ხმით წარმოთქვათ. ვთქვათ, კონკია ხართ და ეს არეულობა დედინაცვალმა სპეციალურად თქვენთვის მოაწყო. დაიყენეთ ხმა და კონკიას ხმით აწუწუნდით... ბიჭის დედას სხვა, უფრო შესაფერისი პერსონაჟის მოფიქრება მოუწევს... ცოტა ფანტაზიაც მიახმარეთ და შედეგი აუცილებლად დადგება.