რა ვუყოთ ჯვარდაწერილ ბეჭედს მეუღლესთან გაყრის შემთხვევაში - მოძღვრის პასუხი "ჯვრის აყრასა" და ღალატზე
რა ვუყოთ ჯვარდაწერილ ბეჭედს მეუღლესთან გაყრის შემთხვევაში - მოძღვრის პასუხი "ჯვრის აყრასა" და ღალატზე
1 / 2
Next
სამწუხაროდ, ზოგჯერ სიყვარულით შექმნილი ოჯახებიც ინგრევა. ჯვარდაწერილ წყვილს, რომელიც გაყრისას კვლავ ახალგაზრდა ასაკშია, მეორედ ქორწინების სურვილი უჩნდება. როგორ ეყრება ჯვარდაწერილი წყვილი, რას ნიშნავს "ჯვრის აყრა" და რამდენჯერ გვაქვს დაქორწინების უფლება ეკლსიური წესების მიხედვით.

გვესაუბრება მღვდელმონაზონი ანდრია (სარია):

- როდის არის ეკლესიური გაგებით გაყრა გამართლებული?


-  ქორწინების საიდუმლო ეკლესიის ისტორიაში უმნიშვნელოვანეს და ცენტრალურ ადგილს იკავებს. ოჯახი მცირე ეკლესიას არის შედარებული, რისი დარღვევაც მკაცრად მოეთხოვება ნებისმიერ პირს: "რომელიც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ განაშორებს''... უფლისმიერი კურთხევა სასუფევლამდე უნდა მიყვეს ადამიანს. მცირე მიზეზი ვერასდროს
გახდება ქორწინების დარღვევის საშუალება. ძალიან ბევრი საკითხი წამოიწევა ხოლმე ოჯახში, რასაც გაუგებრობა, ხმის აწევა და კონფლიქტი მოყვება, თუმცა ეს განშორებისთვის საკმარისი არ გახლავთ. შინაგანად ორივე მხარემ უნდა ისწავლოს დათმენა და ატანა. მცირე მანკიერებები გვაქვს, თუ არ ვებრძვით საკუთარ თავში ცუდ ჩვევებს, მოგვეჩვენება რომ კარგები ვართ და სხვას ვებრძოლოთ. მცირედის დაუთმენლობა აუტანლობაში გადაგვივა. სახარებისეული სწავლებით, გაყრა შესაძლებელია თუ რომელიმე მხარე ღალატით შებღალავს ოჯახურ სიწმინდეს

- ქალს და მამაკაცს ერთნაირად მოეთხოვებთ პასუხი ოჯახის დანგრევისთვისა და ღალატისთვის? ცხოვრებაში ასე არ ხდება ხოლმე...

-  ყველასთის ერთი წესია, სქესს აქ არა აქვს მნიშვნელობა. უფალი მცნებებს როდესაც გვიდგენს, გვეხება თანაბრად,
რადგან სულის გადარჩენას ეხება. შესაძლებელია ადამიანმა აპატიოს, იმ პირობით თუ სინანული დიდია დაშვებულ შეცდომაზე, მაგრამ ადამიანი სამღვდელო კანდიდატი თუა ამ შემთხვევაში მას მოეთხოვება და ვალდებულიცაა სიწმინდით გამორჩეული გოგონა შეირთოს. მღვდელი ეკლესიისთვის საჩვენებელი სახეა. ტაძარში ყველასთვისაა ადგილი და სულიერი ნიშნით ვერ განსაზღვრავ ვინ ვისზე მეტია, მაგრამ, როდესაც ეკლესიის მსახურად გვსურს დაგვადგინონ, აქ ჩვენც მოგვეთხოვება სულიერ სიწმინდესთან ერთად გარეგნული ნიშნითაც გამორჩეულობა.
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
1 / 2
Next
9323
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?