ბედნიერი ქორწინების 6 წესი ტომ ჰენქსისგან, რომელიც 31 წელი დაქორწინებულია
ბედნიერი ქორწინების 6 წესი ტომ ჰენქსისგან, რომელიც 31 წელი დაქორწინებულია
ჰოლივუდში განქორწინება ხშირი მოვლენაა, მაგრამ "ოსკაროსანმა" მსახიობმა ტომ ჰენქსმა და რიტა უილსონმა 31 წელი გაძლეს ქორწინებაში. ტომ ჰენქსს ბედნიერი ქორწინების რამდენიმე წესი აქვს, რომელსაც გვიზიარებს.

1. არ დაქორწინდეთ 30 წლამდე


რიტამ და ტომმა ერთმანეთი გადასაღებ მოედანზე გაიცნეს. ამ დროისთვის ტომი დაქორწინებული იყო და ორი შვილი ჰყავდა, რიტას კისაქმრო. 3 წლის შემდეგ ტომი ცოლს გაშორდა და რიტას სთხოვა ცოლობა. "პირველი ქორწინებისას ახალგაზრდა ვიყავი. ოჯახი იმპულსებს აყოლილი არ უნდა შექმნა, ჯობია, 30
წლამდე არ დაქორწინდეთ".
mshoblebi

2. დაუთმეთ, პრინციპულ სიტუაციებშიც კი


ტომი კათოლიკეა, რიტა - მართლმადიდებელი. რიტას ბერძნული ფესვები აქვს და მის გამო ტომმა რელიგია შეიცვალა. "რიტას ოჯახისადმი პატივისცემის ნიშნად, დაქორწინებამდე მის რწმენაზე გადმოვედი".

3. გაამხნევეთ ერთმანეთი


31 წლის მანძილზე უამრავი დაბრკოლება და სიხარული შეხვდათ. მაგრამ ისინი მუდამ ამხნევებდნენ ერთმანეთს. 1994 წელს "ფილადელფიაში" შესრულებული როლისთვის ტომმა "ოსკარი" მიიღო. სცენაზე მყოფმა მან თქვა: "მე აქ ვდგავარ მხოლოდ იმიტომ, რომ ქალი, რომელთანაც ცხოვრება მაკავშირებს, ყოველდღე მაბედნიერებს თავისი სიყვარულით". 2015 წელს რიტას ძუძუს კიბო დაუდგინეს. ჰენქსი ცოლზე მზრუნველი და მომვლელი გახდა. ერთხელ კი თქვა: "ქედის ვიხრი ჩემი ცოლის მამაცობის წინაშე". წყვილმა ერთად დაამარცხა ავადმყოფობა. განაგრძეთ კითხვა
457
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```