"ორად ვარ გახლეჩილი - დედაჩემი და ჩემი ცოლი მიჩიჩინებენ, რომ მათ კამათში ჩავერიო" - როცა კაცი სახლში დიდხანს რჩება
"ორად ვარ გახლეჩილი - დედაჩემი და ჩემი ცოლი მიჩიჩინებენ, რომ მათ კამათში ჩავერიო" - როცა კაცი სახლში დიდხანს რჩება
ჩვენი მკითხველი ხშირად გვწერს და გვიზიარებს ცხოვრებისეულ ამბებს. რაც კარანტინი დაიწყო, მამაკაცების წერილებმა იმატა. გთავაზობთ ერთ-ერთ შეტყობინებას. ამჯერად გვწერს 35 წლის მამაკაცი, რომელიც ახალი რეალობის გამო, დედისა და ცოლის გაუთავებელი კამათის მსხვერპლია.

„მეორე კვირაა სახლში ვარ. ერთ-ერთ კერძო კომპანიაში ვმუშაობ. რამდენიმე კაცი და მეც მათ შორის, დროებით სახლში გაგვიშვეს. გვითხრეს, რომ დროებით ამ სიტუაციას უნდა დავემორჩილოთ და ყველაფერი რომ ჩაივლის, დაგვაბრუნებენ, თუმცა ეს როდის იქნება, ღმერთმა უწყის...
პირველად ჩემს ცხოვრებაში ვზივარ უსაქმურად, ოთხ კედელში გამოკეტილი, ბოლთას ვცემ ოთახებში.

რაც სკოლა
დავამთავრე, მას მერე ფინანსურად დამოუკიდებელი ვარ. მამა ადრე დაიღუპა და მე და ჩემი ძმა შრომას ბავშვობიდან მივეჩვიეთ.
ხშირად ფიზიკურადაც ბევრჯერ მიმუშავია კაპიკების გამო.

სახლში ყოფნის პირობებში კვირის დღეები, საათები ამერია... ვუსმენ დედაჩემისა და ჩემი ცოლის გაუთავებელ კინკლაობასა და კამათს.
ჩემს ცოლს დედაჩემის გაკეთებული და დალაგებული არ მოსწონს, დედაჩემს კი პირიქით - მისი.
როგორ ახერხებენ ქალები ასე ყველაფერზე ჩხუბს, მართლა გულწრფელად მიკვირს. ორივე ცალ-ცალკე ჩუმად მიჩიჩინებს, რომ ჩავერიო და მისი მხარე დავიჭირო.

იმდენად ჩვეულებრივია მათთვის ყოველდღიური კამათი ელემენტარულზე, უკვე მეც აღარ მერიდებიან. ვერ აცნობიერებენ, რომ ორად ვიხლიჩები.
ვერც ერთის მხარეს დავიჭერ, მაშინ, როცა არც ერთი არ არის მართალი, ჩემი აზრით.

ჯერ ორი კვირა გავიდა, უკვე ძალიან
მიჭირს ამ ყველაფერთან შეგუება. მირჩევნია ისევ ის გაჭირვებული დრო იყოს. გადაღლილი, ხშირად სიმძიმის თრევით გადატყავებული ხელებით დავბრუნებულვარ სახლში, მაგრამ ამ ყოფას, რომ შემეძლოს, დაუფიქრებლად იმ დროში გავცვლიდი... თავს ისედაც უუნაროდ ვგრძნობ და განვიცდი ამ სიტუაციას და ესენი მიმატებენ. ნებისმიერ წვრილმანს კონფლიქტად აქცევენ. პირველად ვინანე, რომ თავი არ გადავდე კიდევ მეტად და ცალკე თუნდაც პაწაწინა ბინა არ ვიყიდე. ნამდვილად ჯობდა, ამ ალიაქოთს.“
გია, 35 წლის

2307
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (7)
ნანა
0
საერთოდ ყველას ვურჩევ, ვისაც რასაკვირველია საშუალება აქვს: ც ა ლ კ ე გ ა დ ა დ ი თ!!!!!!!! რძალ-დედამთილის თემა, მუდმივად იქნება! იცით საიდან წარმოიშვება ეს უთანხმოება? როცა უცხო სახლში შედის რძალი იქ ხვდება დედამთილი, ამ სახლის ყოჩი, რომელსაც უნდა დაემორჩილოს ყველა, განსაკუთრებით ახლად შესული რძალი, მითუმეტეს თუ კუხნაში ერთად უწევთ "დიასახლისობა" ანდა პირიქითაც არის: ისეთი მძიმე ხასიათის შესდით სახლში რძალი, რომ მტრისას ყველას მბრძანებელი უნდა იყოს და აქეთ უნდა ეფერონ ყველა. უმეტეს შემთხვევაში შუაში იჭყლიტება, ამ ორ აფთარ დედაკაცების შემყურე კაცი, რომელიც, რომ ნამდილად ცოდოა!
09:19 / 04-07-2020
თელაველი
1
ჩემი ახლობელი დროებით ცხოვრობს სიმამრის ოჯახში, მეორე გოგონა შეეძინა და რძალმა დედასთან მოისურვა ცხოვრება.სიძეს ჯერ ის მოატყუეს მეორე ბავშვი ბიჭი იქნებაო, არა და უთხრეს, რომ მეორეც გოგო იქნებოდა (ამაზე მისი ცოლი და ცოლისდები ხარხარებდნენ), მერე ამ საცოდავ სიძეს ცოლეურები "რძალს" ეძახიან, დასცინიან,განსაკუთრებით ცოლისძმა...სუფრაზე სტუმრად ვიყავი მათთან, რომ დალიეს ასე მღეროდნენ –"კატოს მამას დავაჯ––თო" კატო ბავშვს ჰქვია, სიძე თავჩაღუნული იჯდა...ცოლეურები სიცილისგან იხოცებოდნენ...გავშრი...გამიკვირდა ამ ბიჭის უთავმოყვარეობა, დედამისი იტალიაშია, მამამისს ისე ლანძღავდა რძალი, კაცს გული გაუსკდა და მოკვდა. მის მერე მასთან ურთიერთობა აღარ მაქვს.მიკვირს ასე რატომ იმცირებს თავს.ალბათ ცოლმა ვირის ტვინი აჭამა და ქალაჩუნად აქცია, სხვა ახსნა არა აქვს.ადრე ეს ბიჭი ძალიან თავმოყვარე იყო....
13:55 / 30-05-2020
მსგავსი სიახლეები