როდის გადასცემს განათლების სამინისტრო წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერებსა და მედლებს - უწყების განმარტება
როდის გადასცემს განათლების სამინისტრო წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერებსა და მედლებს - უწყების განმარტება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო წარჩინებულ მოსწავლეებს სწავლის დასრულების შემდეგ ოქროსა და ვერცხლის მედალს გადასცემს. წახალისების აღნიშნული პროგრამა 2009 წლიდან მოქმედებს და მე-10, მე-11 და მე-12 კლასის წლიურ ნიშნებს ითვალისწინებს. გარდა ამისა, ის მოსწავლეები, რომლებიც მე-7, მე-8 და მე-9 კლასში დამრგვალების გარეშე, წლიურ ქულად 10-ს მიიღებენ, სახელმწიფოსგან საჩუქრად ლეპტოპებს მიიღებენ. თუმცა, უკვე მეორე წელია წარჩინებულ მოსწავლეებს კუთვნილი პრიზი არ მიუღიათ. განმარტებისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მივმართეთ:

"სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ წარმატებული მოსწავლეებისთვის მედლების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ
ტენდერში მონაწილე კომპანიებმა ვერ დააკმაყოფილეს სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი პირობები. შესაბამისად, წარმატებულ მოსწავლეთა წახალისების პროგრამის - წარჩინებულ მოსწავლეთა მედლების ქვეპროგრამის განხორციელების მიზნით ახალი ტენდერი უკვე გამოცხადდა. ტენდერის შედეგების შესახებ ვაცნობებთ საზოგადოებას. წარმატებით დასრულდა წარჩინებული მოსწავლეებისთვის განკუთვნილი კომპიუტერების შესყიდვისთვის გამოცხადებული ტენდერი. აღნიშნული შესყიდვა ითვალისწინებს 2019-2020, და 2020-2021 სასწავლო წლების წარჩინებული მოსწავლეებისთვის განკუთვნილი კომპიუტერების რაოდენობას. კომპიუტერების დარიგების პროცესი ახალი სასწავლო წლიდან დაიწყება და აღნიშნული წლების ყველა წარჩინებულ მოსწავლეს კუთვნილი კომპიუტერი გადაეცემა", - გვითხრეს სამინისტროში.

უფრო ვრცლად, რა შემთხვევაში მიიღებენ მოსწავლეები ოქროს/ვერცხლის მედალს ან კომპიუტერს საჩუქრად, იხილეთ ბმულზე:

თამარ იაკობაშვილი



altრომელ მოსწავლეებს გადაეცემათ ოქროსა და ვერცხლის მედლები და რა შეღავათით სარგებლობენ მათი მფლობელები


5418
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ასევე დაგაინტერესებთ
მსგავსი სიახლეები