როდის იგეგმება საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია - მშობლები

როდის იგეგმება საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია

2020-04-29 11:49:49+04:00

საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის თარიღი არ შეიცვლება. ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განგვიცხადეს.
მათივე თქმით, ელექტრონული რეგისტრაცია ივნისის თვეში დაიწყება და ორ ეტაპად განხორციელდება. არც პროცედურების შესახებ იგეგმება რაიმე ცვლილება.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აღნიშნეს, რომ რეგისტრაციის ვადების შესახებ ინფორმაცია მათ ვებგვერდზე წინასწარ გამოქვეყნდება.

თამარ იაკობაშვილი