ხშირად უსიმპტომოდ ვითარდება, ამიტომ მისი დიაგნოსტირება გვიან ხდება. ამერიკული ონკოლოგიური ორგანიზაციების შეფასებით, აშშ-ში 2017 წელს 22 000-ზე მეტ ქალს საკვერცხის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, მათგან 14 000 ქალი შეიძლება ითქვას, რომ განწირულია.
რატომ არის ეს მონაცემები შემაშფოთებელი?
იმიტომ, რომ ეს "ჩუმი მკვლელია". საკვერცხეების სიმსივნე ხშირად უსიმპტომოდ ვითარდება, ამიტომ მისი დიაგნოსტირება გვიან ხდება.
წამყვანი ონკოლოგები ირწმუნებიან, რომ საკვერცხის სიმსივნის ადრეულ სტადიაში აღმოჩენისას, სიცოცხლის ხანგრძლივობა 5-7 წელს შეადგენს, თუ პაციენტის ასაკი 35 წელს არ სცდება.
1. საკვერცხის სიმსივნის აღმოჩენა
წაიკითხეთ ასევე: ქალის 5 გინეკოლოგიური პრობლემა, რასაც ნერვიულობა და დეპრესია იწვევს
მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ქალმა ყოველ 6 თვეში საკვერცხის გამოკვლევები უნდა ჩაიტაროს. განსაკუთრებით მათ, ვის გენეტიკაშიც მსგავსი დაავადება ფიქსირდება.
საკვერცხის სიმსივნის პირველი სიმსპტომები, რომლებზეც უნდა გაამახვილოთ ყურადღება, ძალიან ჰგავს კოლიტის სიმპტომებს.