როგორ შევარჩიოთ საფენის ქვეშ ბავშვის კანის მოვლის საშუალებები და რას უნდა შეიცავდეს ისინი? - მშობლები

როგორ შევარჩიოთ საფენის ქვეშ ბავშვის კანის მოვლის საშუალებები და რას უნდა შეიცავდეს ისინი?

2020-11-12 10:15:41+04:00

დედების უმრავლესობა თავიანთი პატარებისთვის საფენისგან გაღიზიანებული კანის დამცავ და აღმდგენ საუკეთესო საშუალებებს ეძებს, რადგან ეს ბავშვებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა.

მნიშვნელოვანია, ბავშვის მოვლის საშუალება კანის პრობლემას სწორად მივუსადაგოთ, რათა შედეგი მაქსიმალურად მოკლე დროში მივიღოთ და პატარას დისკომფორტი თავიდან ავარიდოთ. საფენის ქვეშ კანის სერიოზული გაღიზიანება ბავშვებში უხასიათობის, ძილის ციკლის დარღვევის,უმადობის და სხვა პრობლემების გამომწვევი შეიძლება გახდეს, ამიტომ საჭიროა, დროულად მოვაგვაროთ პრობლემა.

საფენის ქვეშ თბილი და ნესტიანი გარემო ბაქტერიების განვითარებისა და გამრავლებისთვის იდეალურ გარემოს ქმნის. მოვლის საშუალებების შერჩევა კი პირველ რიგში, კანის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ როდის უნდა გამოვიყენოთ პუდრი და როდის კრემი და რა განსხვავებაა მათ შორის.

კრემსა და პუდრს განსხვავებული შემადგენლობა აქვთ, შესაბამისად, კანზე სხვადასხვა ეფექტს ახდენენ.

კრემის შემადგენლობა და მისი გამოყენების წესები

თუ კანი ძალიან მგრძნობიარეა და მიდრეკილია სწრაფად გაღიზიანებისკენ, აუცილებელია საფენის ყოველი გამოცვლისას კრემი გამოვიყენოთ. მნიშვნელოვანია, ავარჩიოთ კრემი, რომლის შემადგენლობაც უსაფრთხო და ეფექტური იქნება. მაგალითისთვის, ევროპული ბრენდის „ბიუბხენის“ ახალშობილის (საფენის ქვეშ) კრემის შემადგენლობაში შედის ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც აუცილებელია კანის ლიპიდური ბარიერის აღდგენისთვის. პანთენოლი, თუთიის ოქსიდი და გვირილის ექსტრაქტი უზრუნველყოფენ ანთების საწინააღმდეგო ეფექტს. ფუტკრის ცვილი წარმოქმნის ჰაერგამტარ დამცავ ფენას, რომელიც კანს დაბინძურებისგან იცავს. რაც მთავარია, კრემს შემადგენლობა დეტალურად აწერია და კითხვების შემთხვევაში, შეგვიძლია, მას სრულად გავეცნოთ, რაც პროდუქტის შერჩევისას უმნიშვნელოვანესია.

გასათვალისწინებელია, რომ მცირეწონიან და დღენაკლულ პატარებს განსხვავებული შემადგენლობის დამცავი კრემი ესაჭიროებათ, რადგან მათი კანი უფრო მგრძნობიარე და გაღიზიანებისკენ მიდრეკილია. განსაკუთრებული დაცვისთვის სასურველია, გამოვიყენოთ “ბიუბხენის” დამცავი კრემი „ულტრა სენსიტივი“, რომელიც შექმნილია ახალშობილის ე.წ. პირველქმნილი ანუ ხაჭოსებრი საცხის შთაგონებით და ისევე იცავს ბავშვის კანს, როგორც ის დედის საშვილოსნოშია დაცული სანაყოფე წყლებისგან. დამცავი საშუალება მცირეწონიანი და დღენაკლული ბავშვებისთვის ბუნებრივ ბარიერს ქმნის და როგორც საფენისგან გამოწვეული დისკომფორტის, ისე გაღიზიანების და სხვა უფრო შორს წასული გართულებებისგან იცავს.

პუდრის შემადგენლობა და მისი გამოყენების წესები

რეალურად, პატარას შეიძლება კანის მოვლის ორივე საშუალება თანაბრად დასჭირდეს, როგორც პუდრი, ისე კრემი, ამიტომ სასურველია, ყურადღებით ვიყოთ და კანის მდგომარეობა მუდმივად ვაკონტროლოთ.

პუდრი გამოიყენება ჯანსაღ კანზე და მისი დანიშნულება ზედმეტი ტენის მოცილებაა. ასევე, მას ვიყენებთ ნაკეცებზე და საფენის ზედაპირზე ხახუნის შესამცირებლად.

mshoblebi

ხარისხიან პუდრს, მაგალითად, „ბიუბხენს“ შემდეგი თვისებები ახასიათებს: შთანთქმის მაღალი ხარისხი, არ უნდა ახშობდეს ფორებს და კანს უნდა ძლევდეს სუნთქვის საშუალებას. სწორედ ამიტომ, სასურველია, არჩევანი გამოცდილ, პედიატრების მიერ რეკომენდებულ ევროპულ ბრენდზე შევაჩეროთ.

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს უმაღლესი ხარისხის კანის მოვლის საშუალებები?

ოპტიმალური ატანა კანის მიერ; ნატურალური კომპონენტები; ალერგიის განვითარების მინიმალური რისკი; კანის ბუნებრივი დაცვის ფუნქციის შენარჩუნება; ყველა პროდუქტი უნდა იყოს შემოწმებული და რეკომენდებული დერმატოლოგების მიერ. mshoblebi

აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინების გამო, საქართველოში „ბიუბხენს“ ბევრი დედა ენდობა. როგორც „ბიუბხენის“, ისე სხვა სანდო ბრენდის პროდუქტის შერჩევამდე უმთავრესია, სწორად ამოვიცნოთ პრობლემა და შემდეგ შესაბამისი საშუალებით აღმოვფხვრათ ის.