ჭიპლარის გადაჭრის დაყოვნებას ბავშვისთვის როგორც უეჭველი უპირატესობები აქვს, ისე გარკვეული საფრთხეებიც დედის ჯანმრთელობისთვის. ექსპერტების გამოკითხვის შედეგად ექიმები გვთავაზობენ ყველაზე თანამედროვე მონაცემებს, რომელ შემთხვევებში ღირს დაყოვნება და როდის – არა.
როდის ჯობს დაყოვნება?
ამერიკელ გინეკოლოგთა და ბებიაქალთა ცნობით, ჭიპლარის გადაჭრის საშუალო დრო ბავშვის დაბადებიდან
გარდა ამისა, სისხლის დამატებითი მოცულობა ორგანიზმს ეხმარება სწრაფად აღდგეს დაბადების შემდეგ, ამცირებს ანთების დონეს და სისხლში ანტიოქსიდანტების მოცულობას ზრდის. ამ უპირატესობებიდან გამომდინარე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იძლევა რეკომენდაციას, ჭიპლარი დაბადებიდან 1-3 წუთის შემდეგ გადაიჭრას.
განსაკუთრებით არ უნდა იჩქარონ ჭიპლარის გადაჭრა, თუ ბავშვი ნაადრევად დაიბადა – გადავადება 50%-ით ამცირებს ტვინში სისხლჩაქცევების რისკს.
როდის არ შეიძლება გადადება?
სიტუაციაში, როდესაც დედას მაღალი აქვს მშობიარობის
ასევე სწრაფად უნდა გადაიჭრას ჭიპლარი იმ შემთხვევაში, თუ დედას ორსულთა ანემია აქვს. ამ შემთხვევაში მისთვის სისხლის დამატებითი ულუფის წართმევა არ არის საუკეთესო გადაწყვეტილება.