"უამრავი პაციენტი მოდის ექიმებისგან დასახიჩრებული, მედიცინის სფერო ძალიან მისახედია საქართველოში" - აკადემიკოს არჩილ ხომასურიძის რჩევები
 "უამრავი პაციენტი მოდის ექიმებისგან დასახიჩრებული, მედიცინის სფერო ძალიან მისახედია საქართველოში" - აკადემიკოს არჩილ ხომასურიძის რჩევები
1 / 2
Next
საქართველოში გოგონების ვაქცინაცია დაიწყო - პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრას 2008-2009 წელს დაბადებულ გოგონებს უფასოდ ჩაუტარებენ. სამწუხაროდ, ვაქცინაციას მშობელთა გარკვეული ნაწილისთვის კვლავ ეჭვის თვალით უყურებს. რას მოუტანს ეს კამპანია მომავალ თაობას და რა არის მისი მთავარი სარგებელი - ამის შესახებ  რეპროდუქტოლოგი, აკადემიკოსი - არჩილ ხომასურიძე გვესაუბრება. 

- ვირუსი იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს დიდი სიხშირით და მამაკაცებში სასქესო ორგანოს სიმსივნეს. რა თქმა უნდა, კარგია, მისასალმებელია და აუცილებელიც არის ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია
რომ იწყება! მართალია 9 წლის გოგონების ასაკის აცრა იწყება, მაგრამ მე ყველა ასაკის ადამიანს ვურჩევდი – 9 წლის იქნება, 27-ის თუ 67 წლის... 9 წლიდან არის რეკომენდირებული, რადგან სქესობრივი მომწიფების ნიშნები ამ ასაკიდან არის გამოვლენილი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა ასაკში არ შეიძლება აცრის ჩატარება. განსაკუთრებით იმ ქალბატონებისთვის იქნება აცრა მიზანშეწონილი, რომლებიც სქესობრივ ცხოვრებას ეწევიან.
საშვილოსნოს ყელის კიბო ქალის მოკვდავობაში მკერდის კიბოს შემდეგ პირველ ადგილს იკავებს და სამწუხაროდ ძალიან ხშირია, როგორც მსოფლიოში, ისევე საქართველოში. ძალიან მძიმე დაავადებაა და თუ კი რამე საშუალება არსებობს მის თავიდან ასაცილებლად, ყველაფერი უნდა გამოიყენოს ადამიანმა!

- ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინცია ჩვენს ქვეყანაში ცოტა დაგვიანებულიც ხომ არ
არის?
- დიახ... აცრა ნამდვილად არ არის ნოვატორული ნაბიჯი. მსოფლიოში დაახლოებით ოცი წელია გამოიყენება და საქართველოში როგორც სხვა ბევრი რამ, ცოტა დაგვიანებით შემოვიდა...
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
1 / 2
Next
6708
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```