30 წლის სტაჟის მქონე მწეველის ფილტვების შემზარავი ფოტო და ვიდეო, რომელმაც ინტერნეტი მოიცვა
30 წლის სტაჟის მქონე მწეველის ფილტვების შემზარავი ფოტო და ვიდეო, რომელმაც ინტერნეტი მოიცვა
სოციალურ ქსელში 30 წლის სტაჟის მქონე მწეველის შოკისმომგვრელი ვიდეო და ფოტოები გავრცელდა, სადაც კარგად ჩანს, რომ მისი ფილტვები ჯანმრთელი, ვარდისფერის ნაცვლად, დანახშირებულია. 

mshoblebi

ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციაში ქირურგებმა 52 წლის კაცის ორგანოები ამოიღეს, რომელიც გარდაიცვალა. გარდაცვლილს ფილტვების სხვადასხვა დაავადება ჰქონდა.

ექიმებმა ვიდეო სოციალურ ქსელში ატვირთეს და აღწერაში მიუთითეს: „კიდევ გსურთ მოწევა?"
როგორც ირკვევა, გარდაცვლილ მამაკაცს სურვილი ჰქონდა, რომ სიკვდილის შემდეგ თუ ვინმეს მისი ორგანოები გამოადგებოდა, ამოეკვეთათ და გადაეცათ, თუმცა ექიმები მალევე დარწმუნდნენ, რომ ფილტვებს ტრანსპლანტაციისთვის ვერ გამოიყენებდნენ.

mshoblebi

ექიმის თქმით, პაციენტს სიკვდილამდე კომპიუტერული
ტომოგრაფია გავლილი არ ჰქონია და
შესაბამისად, არ იცოდნენ, თუ მსგავს მდგომარეობაში იყო მისი ფილტვები. ვიდეო 25 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. ზოგიერთი მათგანი კი მას თამბაქოს წინააღმდეგ ყველა დროის საუკეთესო რეკლამას უწოდებს.

mshoblebi

მოწევა კიბოს ყველაზე გავრცელებულ მიზეზად რჩება მსოფლიოში და წარმოქმნის ქიმიკატებს, რაც დაავადების მინიმუმ 15 სხვადასხვა ფორმის პროვოცირებას იწვევს. გარდა ამისა, დამტკიცებულია, რომ სიგარეტის მოწევა შემთხვევების 70 პროცენტში იწვევს ფილტვის კიბოს. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ონკოლოგიურ დაავადებებს შორის.

მოწევა ყოველწლიურად 1.2 მილიონ ადამიანს კლავს. მწეველებში გულის შეტევის შემთხვევები გაცილებით მაღალია, ხოლო ფილტვის კიბოს შემთხვევები 30-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე არამწეველებში.

იხილეთ ვიდეო, რომელმაც მოიცვა ინტერნეტი


altთამბაქოს მოწევა ნაადრევი მშობიარობის რისკს ზრდის!


22148
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (6)
მწევლებო ვერ გიტანთ!!!!!!!!!!!!! ლიკა
5
არამწევლების უფლებები ირღვევა ამ დეგენერატი მწევლებისგან! მე პირადად ალერგია მაქვს სიგარეტის სუნზე და ამას ვერ ხვდებიან ეს მწევლები, რომ მათი მოწევისგან და კვამლისგან სხვა ცუდად ხდება.
16:15 / 26-11-2019
მახარე
3
თუ მოინდომებ დაანებებ თავს, 10 წელია დავანებე თავი, თითქმის 3 კოლოფამდე გამომდიოდა დღეში თან ყვითელფილტრიანი, თეთრფილტრიანს საერთოდ ვერ ვგრძნობდი 2 ერთად რომ მომეწია.
16:08 / 26-11-2019
nana
0
საერთოდ მეზიზღება მწეველი ადამიანები, განსაკუთრებით ქალები. ნათესავი მყავს ქალბატონი,რომელიც სტაჟიანი მწეველია ერთხელ ძალიან ცუდად გახდა ისეთ დონეზე, რომ გონება დაკარგა ნუ ყველაფერი გავუკეთეთ სასწრაფოც გვყვადა და როგორც იტყვიან მოვაბრუნეთ ამ ქვეყნად, მაგრამ საოცრება იცით რა იყო? პირველი რაც გვითხრა მომაწევინეთო! ჯანდაბას მოწია, ამის მერე დაეწყო გულისრევა, აი აქ უკვე გადაგვეკეტა გონება და ერთი მაგრად ვეჩხუბეთ, რომ დაენებებინა მოწევისათვის თავი. დაგვეთანხა. გამოკვლევა როცა ჩაიტარა ექიმმა უთხრა, რომ საშინელ დღეში გაქვს სასუნთქი ორგანოებიო და დაანებეთ მოწევას თავიო. არ მოწევა ცოტა ხანი გაგრძელდა და ისევ დაიწყო უფრო ინტენსიურად წევა დაეყო ხველება ჩაბჟირებამდე. სიმართლე გითხრათ უკვე ყველამ ზურგი ვაქციეთ. თვითონ არ უნდა იყოს კარგად და ჩვენ მეტი რა შეგვიძლია, ჩვენის მხრივ შეუძლებელი გაუკეთეთ ისე, რომ სავალალო შედეგამდე ნურავის დააბრალებენ.
12:00 / 26-11-2019
ქართველი
0
მაინც არ(ვერ) ანებებენ თავს.
21:49 / 25-11-2019
რუბიკ ჯან.
2
ვა მალე ელიავას ბაზრობაზე, დაშლილი მანქანების ნაწილებთან ერთად, დაშლილი ადამიანის ორგანოებიც გაიყიდება საღოლ მაგარია. რაც მაგას შეეხება ზეთი რომ გამოეცვალა დროზე კიდე დიდხანს იცოცხლებდა.
17:04 / 25-11-2019
myquiz
ასევე დაგაინტერესებთ
მსგავსი სიახლეები