ბავშვები საოცარი ენერგიის მქონენი არიან. დაღლილობა მათთვის უცხოა. გვიკვირს კიდეც, საიდან აქვთ ამდენი ენერგია. თუმცა ხდება ისეც, რომ პატარა ხშირად ამბობს, ”დავიღალე”. რატომ არის ეს საყურადღებო სიგნალი და რა შეიძლება იწვევდეს ბავშვის დაღლილობას.
მიზეზის ძებნა პედიატრთან ვიზიტით უნდა დაიწყოთ. დაღლილობა ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს -
ანემია, ვირუსული ინფექციები,
ჰელმინთები. ამ დროს მოთენთილობას ხშირად ახლავს საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, თავის ტკივილი, მადის დაკარგვა-დაქვეითება, მომატებელი ტემპერატურა. თუ ანალიზებში ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ბავშვი 2-კვირიანი მოსვენებითი რეჟიმის მიუხედავად, მაინც გრძნობს დაღლილობას, ნევროლოგს ან ფსიქოლოგს უნდა მიმართოთ.
თუ ფიზიკური ჯანმრთელობის მხრივ ყველა მიზეზი გამოირიცხა, პრობლემა შეიძლება ფსქოლოგიურ მდგომარეობაში იმალებოდეს. ასეთ რეაქციას ავლენენ ბავშვები ოჯახში მომხდარი ცვლილებების შემდეგ როგორიცაა მაგალითად, მეორე ბავშვის გაჩენა, შინაური ცხოველის დაკარგვა ან სიკვდილი, მშობლების კონფლიქტი, მოგზაურობა, დატვირთვა საბავშვო ბაღში, დღის რეჟიმის ცვლილება. თქვენი და ფსიქოლოგის მთავარი მიზანია, დაადგინოთ მიზეზი და გაათავისუფლოთ მისგან. ფსიქოლოგიური წონასწორობისთვის ბავშვებში დიდი მნიშვნელობა ყოველდღიური რუტინის მაქსიმალურად ზუსტად შესრულებას. ეცადეთ კვების პროცესი ერთსა და იმავე ადგილზე ხდებოდეს, ერთსა და იმავე დროს ბანაობდეს, ჰქონდეს ძილისწინა რიტუალი და მოწესრიგებული ჰქონდეს ძილის რეჟიმი.
ენერგიის მოსამატებლად ვიტამინებით თერაპიასაც მიმართავენ. დაღლილობის მიზიზი ყოველ მე-4 ბავშვში რკინის დეფიციტია. ეს კი სწორად შერჩეული ვიტამინების კომპლექსით აღმოიფხვრება. იგივე შეიძლება მოხდეს სხვა ვიტამინებთან დაკავშირებით. თუმცა ეს ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, რადგან ვიტამინების თვითნებურად მიღება ხშირად არათუ სასარგებლოა, აუარესებს კიდეც მდგომარეობას. მაგალითად, თუ ბავშვი მშობლების კონფლიქტის გამო ნერვიულობს, ეს ჭარბი ვიტამინები მის ნერვულ აღგზნებას კიდევ უფრო გაზრდის.