"მოვეშვათ, სხვის უბეში ხელის ფათურს..." ცნობილ სასულიერო პირს, პეტრე კოლხს ქალიშვილს სოციალური ქსელის მომხმარებლებმა ჩაცმულობაზე მიუთითეს. "მამაო რატომ კრძალავენ მოძღვრები თუნდაც შარვლის ჩაცმას და მოგვიწოდებენ მოკრძალებულად ჩაცმულებმა ვიაროთ როცა თქვენი შვილები ასე გამოიყურებიან? იქნებ ამიხსნათ" - ასეთი შინაარსის იყო კითხვა, რომელიც მამა პეტრეს დაუსვეს. ამ უკანასკნელმა კი საპასუხოდ შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა:
"მორწმუნეებო", საბოლოოდ დაიმახსოვრეთ, რომ არავის ჩაცმის სტილი არ მოგვეკითხება... ყველა საკუთარ ქმედებებზე ვაგებთ პასუხს... მოვეშვათ, სხვის უბეში ხელის ფათურს...
ნუ მოსთხოვთ, სასულიერო პირის შვილი ჩადრით დადიოდეს, ნურც კოჭებამდე კაბას დაელოდებით... გავიგოთ, რომ ეს არ არის სულიერი ცხოვრებისთვის გადამწყვეტი... უამრავი მინახავს ბოლომდე შეფუთული ორღობეში გულისწორთან ერთად... არც ასეთის განკითხვის უფლება გვაქვს... რბილში გვაქვს გამჯდარი ფარესევლური ქრისტიანობა... მთავარია გარედან ვინმემ ნაკლი არ დაგვანახოს, შინაგანს არავინ კითხულობს... თუმცა, არც მოკლე კაბაა ნაკლი...
ნუ დავდივართ დათრგუნულები. ცოდვებისგან შეზღუდვას გვასწავლის უფალი და არა, გონებით შეზღუდულობას. მართლმადიდებლობა აზროვნების რელიგიაა...
უმორჩილესად გთხოვთ, ნუ ვუმძიმებთ ერთმანეთს ცხოვრებას... არავის ჩაცმის სტილს არ ვეხები. არავინ გკითხავთ, რას ჩაიცმევს ჩემი შვილი...
მერე რა, რომ მღვდლის შვილია, მას საკუთარი არჩევანი აქვს... მადლობა ღმერთს, რომ პიროვნებად ყალიბდება და არასდროს ინტერესდება ნაჭრის სიგრძით და სიმოკლით...
ფოტო, რომელსაც უარყოფითი კომენტარები მოჰყვა
თავი დაინდეთ, მოერიდეთ უშინაარსო განკითხვას..." - წერს მამა პეტრე.
პეტრე კოლხი ქალიშვილის გამო ადრეც გააკრიტიკეს. წაიკითხეთ, რა პრეტენზიებს უყენებდნენ მამაოს
"დიახ, ეს ჩემი შვილია..." - მამა პეტრე შვილს კრიტიკისგან იცავს
ორი დღეა შენს ფოტოებს აფრიალებენ დაუღალავად" - მამა პეტრეს ღია წერილი ქალიშვილს