"თმები გადამხოტრეს, მეტოქეებმა არ იცოდნენ რომ გოგო ვიყავი" - ნინო ოძელაშვილი სამბოში პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონი ქალი გახდა
ბუდაპეტში მიმდინარე სამბისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე მოჭიდავე ნინო ოძელაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა და მისი ბრწყინვალე გამარჯვებით მთელი ქვეყანა ასახელა. გამარჯვების შემდეგ ნინომ მისი საფირმო სალტო შეასრულა, შემდეგ დაიჩოქა და პირჯვარი გადაისახა, ტატამს აკოცა და დასასრულს ქართული ცეკვის ილეთებით ჩამოუარა საჭიდაო ხალიჩას
გთავაზობთ, წარმატებული ქართველი სამბისტი ქალის ინტერვიუდან ამონარიდებს:
- როგორც მეუბნებიან, 5 წლისას ჩემს წონაზე 3-ჯერმძიმე ტვირთის აწევა შემეძლო. სკოლაში ცელქი ვიყავი, კლასში ყველა ბიჭს ვცემდი. ჩოგბურთელობა მინდოდა, შარაპოვას რომ ვუყურებდი, ოცნებას მივეცემოდი ხოლმე.
mshoblebi
5-შვილიან ოჯახში არ გვქონდა ამის საშუალება - ჩოგბურთი
ძვირადღირებული სიამოვნებაა. მამამ ხუთივე - 2 გოგო და 3 ბიჭი - ჭიდაობაზე შეგვიყვანა და თავად იყო ჩვენი მწვრთნელი. დედაც მძლეოსანი გახლდათ. მამას ფანატიკურად უყვარს სპორტი და ყველაფერში მავარჯიშებდა.
სხვათა შორის, თმები გადამხოტრეს და შეჯიბრებეზე რომ გავდიოდი, მეტოქეებმა არ იცოდნენ, რომ გოგო ვიყავი. იმის გამო, რომ ქალი ვარ, ძალიან უჭირდათ რეალურად აღქმა, რომ მეც ჩვეულებრივი სპორტსმენი ვიყავი. მამაჩემი სულ კუდში დამდევდა, რომ ვინმეს შეურაცხყოფა არ მოეყენებინა. მაშინ ხშირად ამბობდნენ, რომ გოგო ძალისმიერ სპორტში არ უნდა იყოსო, მაშინაც და ახლაც ყველგან ვამტკიცებ, რომ როგორც კაცია ძლიერი, არანაკლებად ძლიერია ქალი, მერწმუნეთ, მხოლოდ ძლიერ ქალს შეუძლია გაზარდოს
ძლიერი კაცი. თავიდან ძიუდოში ვვარჯიშობდი, მერე სამბო ვარჩიე. განაგრძეთ კითხვა

3518
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
თემურ ჭელიძე
0
ღმერთმა დაგლოცოს !
08:58 / 11-11-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```