"ცხოვრება ერთი წამია... მიყვარხარ" - ნინი ქარსელაძეს მამა გარდაეცვალა - მშობლები

"ცხოვრება ერთი წამია... მიყვარხარ" - ნინი ქარსელაძეს მამა გარდაეცვალა

2019-07-12 10:21:05+04:00

მომღერალ ნინი ქარსელაძის მამა, თეიმურაზ (თეკუჩა) ქარსელაძე გარდაიცვალა. თეკუჩა ქარსელაძე რამდენიმე დღის განმავლობაში, ინსულტის დიაგნოზით მართვით სუნთქვაზე კლინიკაში იმყოფებოდა.

"მამა! ახლა წასვლის დრო არ არის…. ხომ დაგპირდი ბევრ რამეს?! ჰოდა არ დამტოვო, მჭირდები! მოიკრიბე მთელი შენი ძალა, ენერგია, იბრძოლე იმისთვის, რომ გადარჩე და გამოძვრე ამ მდგომარეობიდან! მთელი დღე შენთან გავატარე და იცი, რას მივხვდი? ცხოვრება ერთი წამია, ხოდა ამ ცხოვრებაში მხოლოდ სიყვარული ყოფილა მნიშვნელოვანი! მიყვარხარ!" - წერდა ნინი ქარსელაძე სოციალურ ქსელში.

თეკუჩა ქარსელაძე ხათუნა ჟორდანიასთან დიდი ხნის განქორწინებული იყო. ამის მიუხედავად, ნინის მამასთან ურთიერთობა არ გაუწყვეტია. მის შესახებ "პრაიმ-ტაიმისთვის" მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუშიც ისაუბრა: "მა­მა­ჩე­მი ძა­ლი­ან "ლა­ი­თი" ადა­მი­ა­ნია. ყვე­ლა­ფერ­ზე დამ­ყო­ლია. ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს მა­მას­თან. სა­ერ­თოდ, რაც წლე­ბი გა­დის უფრო ვხვდე­ბი დე­დის და მა­მის ფასს. ბავ­შვო­ბა­ში ასე ვერ ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დი.ზუ­რამ და ხა­თუ­ნამ რომ იქორ­წი­ნეს, მამა მა­შინ ცი­ხე­ში იჯდა, იქე­დან და­უ­რე­კა დე­დას და ასე­თი რამ უთხრა: დემი მური რომ თხოვ­დე­ბო­და, ყო­ფილ­მა ქმარ­მა, ბრუს უი­ლის­მა და­უ­რე­კა და უთხრა, თუ გინ­და, მეჯ­ვა­რედ წა­მოგ­ყვე­ბიო და შენც თუ გინ­და, მეჯ­ვა­რედ წა­მოგ­ყვე­ბიო.

ხა­თუ­ნამ კი, კაი რა, თე­კუ­ჩა, ნუ ბო­დავ რა­ღა­ცებ­სო და ტე­ლე­ფო­ნი გა­უ­თი­შა. მა­მა­ჩე­მი ზუ­რას სი­ძეს ეძა­ხის.

სა­ო­ცა­რი ის­ტო­რია გვაქვს ოჯახ­ში. ბე­ბი­ა­ჩე­მი, მა­მა­ჩე­მის დე­დაც მო­დის ჩვენ­თან სტუმ­რად და ამა­ში არა­ფე­რი პრობ­ლე­მა არ არის. პი­რი­ქით, ყვე­ლა თბი­ლად და ტკბი­ლად იღებს" - აცხდებდა ნინი "პრაიმ-ტაიმთან" საუბრისას.

alt"ჩემი ცხოვრება ჯერ ნარკოტიკმა, შემდეგ უკვე პროგრამამ, მხოლოდ ტკივილით აავსო" - ნინი ქარსელაძე გახმაურებულ თემაზე

alt"ზუსტად იმ დროს, როდესაც შენ გაფრინდი ცაში - ანგელოზებთან, მე გამომიშვი აქ - შენიანებთან" - ნინი ქარსელაძე 9 აპრილის მოვლენებისას დაღუპულ ბიძას იხსენებს