ქართველი ნეფე-პატარძლის საქორწილო ვიდეო ჰიტად იქცა - "ულამაზესი წყვილია..."
ახალგაზრდა წყვილის თემო ბექაურისა და თათია ზაალიშვილის ქორწილის ვიდეოკლიპმა ინტერნეტსივრცე მონუსხა და სოციალური ქსელის მომხმარებლებმაც არ დაიშურეს მათ მიმართ კომპლიმენტები:
"ნამდვილი ბარბი პატარძალი", "ვაიმე, რა საოცარი წყვილია", "ბიჭის რეაქცია არის სასწაული, გოგოს რომ დაინახავს", "აუ, რა კარგები არიან, ღმერთო... ეგეთებმა 6 შვილი უნდა გააჩინონ, თავისნაირი ლამაზები და კარგები", "საუკეთესო ვიდეოა, მგონი, რაც მინახავს თქვენი", "ულამაზესი წყვილი, ვიდეოც სუპერ" , - ეს იმ დადებითი კომენტარების მოკლე ჩამონათვალია, რასაც ვიდეოს მნახველი ფეისბუქმომხმარებლები წერენ.

როგორც mshoblebi.ge-სთან საუბარში თათია აღნიშნავს, ვიდეოს კულმინაციური ნაწილი კოჯრის ციხესთანა გადაღებული, ხოლო იდეა wedding guy-ს ეკუთვნის და ვიდეოც მისი გადაღებულია.

- ჯვარი ჯვრის მონასტერში დავიწერეთ.

- ელოდით, რომ თქვენს საქორწილო კლიპს ასეთი გამოხმაურება მოჰყვებოდა?
- არა, არანაირად არ ველოდი. მადლობა ყველას თბილი სიტყვებისთვის.

- რამდენხნიანი ურთიერთობის შემდეგ გადაწყვიტეთ ოჯახის შექმნა?
- 2 წელია ერთად ვართ, 1 წლის წინ ხელი მთხოვა, ახლა კი ქორწილი გადავიხადეთ.

- რამდენი წლის ხართ და რას საქმიანობთ?
- თემო 26 წლისაა, მე - 23- ის. ჩემი ქმარი ფეხბურთელია. მე IT და მარკეტინგ მენეჯერი ვარ. ვცხოვრობთ თბილისში.
ტეგები: ქორწილი
20788
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (7)
123
0
ღმერთმა აბედნიეროთ! ისე უკეთესებიც (უფრო დახვეწილები) გვინახავს:) ნუ შეიშლებით ხოლმე...
16:22 / 16-09-2019
ქართველი
0
ძალიან კარგები არიან, კლიპი ულამაზესი, მაგრამ პატარძლის კაბა ნამეტანი მოღებულია, არ შეიძლება ასე.
16:01 / 16-09-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი