სპეცრაზმის წინ შესრულებული "ფესვები", რომელმაც სოციალური ქსელი მოხიბლა
სოციალურ ქსელში გუშინ, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციიდან ვიდეო გავრცელდა, რომელმაც უამრავ ადამიანსგ გაუთბო გული.

კადრში ჩანს რამდენიმე ახალგაზრდა, რომლებიც პოლიციის კორდონის წინ სხედან. ერთ-ერთი მათგანი კი ფლეიტაზე უკრავს ცნობილი ფილმის "ფესვების" ცნობილ მელოდიას.

"ფესვები" კინოეკრანებზე 1987 წელს გამოვიდა და ფართო საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. ფილმი ქართველი ემიგრანტის განუწყვეტელი ნოსტალგიით აღსავსე ვრცელი ცხოვრების გზაზე მოგვითხრობს. მისი საყოველთაოდ ცნობილი მელოდია კომპოზიტორ ალექსანდრე რაქვიაშვილს ეკუთვნის. მის მიერ მუსიკალურად გახმოვანებულია სხვა ფილმებიც, კომპოზიტორია ფილმებისა "საბედისწერო გასროლა" (1990
წ.) "ელისა და რარის თავგადასავალი" (1989 წ.), "ფესვები" (1987 წ.), "ჩემი მეგობარი ძია ვანია" (1977 წ.), "ციური ბილიკები" (1981 წ.) და სხვ.

2625
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
ბადრი
0
კიი, უნდა უმღერო იმას, ვინც ცხინვალი და აფხაზეთი უკან შეათრია რუსეთში
15:02 / 20-11-2019
პატრიოტი 2
0
ვამაყობ თქვენით და ბედნიერი ვარ.
12:46 / 20-11-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი