ვინ არის კაცი, რომელმაც ჯეკპოტი, 1 182 454 ლარი მოიგო - ლატარიის კომპანიამ უცნობ მილიონერს დევნილთა დასახლებაში მიაგნო... - მშობლები

ვინ არის კაცი, რომელმაც ჯეკპოტი, 1 182 454 ლარი მოიგო - ლატარიის კომპანიამ უცნობ მილიონერს დევნილთა დასახლებაში მიაგნო...

2020-01-27 11:45:27+04:00

მი­ლი­ო­ნე­რი, რო­მელ­საც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ეძებ­და, ნა­პოვ­ნია!

"ლოტო 6/42"-ის ჯეკპო­ტი - 1 182 454 ლარი 21 იან­ვარს გა­თა­მაშ­და, მაგ­რამ ახა­ლი ქარ­თვე­ლი მი­ლი­ო­ნე­რი რამ­დე­ნი­მე დღე არ ჩან­და. "სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა ლა­ტა­რი­ამ" ყვე­ლა­ზე იღ­ბლი­ან ადა­მი­ანს ბა­თუმ­ში, დევ­ნილ­თა და­სახ­ლე­ბა­ში მი­აგ­ნო.

1 182 454 ლარი 77 წლის ვა­ლი­კო კვა­ჭა­ძემ და მის­მა შვილ­მა გი­ორ­გი კვა­ჭა­ძემ მო­ი­გეს.

დღე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი იყო... ჯერ რიგ­ში იდგა სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბის სა­სა­დი­ლო­ში, შემ­დეგ შვილ­მა გა­მო­უ­ა­რა და სახ­ლის­კენ ერ­თად გა­ე­მარ­თნენ, გზად ჯი­ხურ­თან შე­ჩერ­დნენ. 18 იან­ვარს „ლოტო 6/42“-ის ბი­ლე­თი შე­ი­ძი­ნეს. ციფ­რე­ბიც ერ­თად შე­ავ­სეს - მამა კარ­ნა­ხობ­და, შვი­ლი კი ბი­ლეთს ავ­სებ­და.

ბევ­რი იფიქ­რეს, გან­სა­კუთ­რე­ბით ბოლო ციფრ­ზე და­ფიქ­რდნენ და სა­ბო­ლო­ოდ ეს კომ­ბი­ნა­ცია დას­ვეს - 17, 24, 25, 29, 33 და 36. კომ­ბი­ნა­ცია, რო­მელ­მაც კვა­ჭა­ძე­ე­ბის ცხოვ­რე­ბა წა­მი­ე­რად ზღაპ­რულ სი­უ­ჟე­ტად აქ­ცია და სა­მუ­და­მოდ უკე­თე­სო­ბის­კენ შეც­ვა­ლა.

ბი­ლე­თის შე­ძე­ნამ­დე ერთი დღით ადრე, 17 იან­ვარს ვა­ლი­კო კვა­ჭა­ძეს 77 წელი შე­უს­რულ­და. მა­ნამ­დე ის და მისი ოჯა­ხი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლის სტა­ტუ­სის მქო­ნე პი­რე­ბის მძი­მე ყო­ფით ცხოვ­რობ­და. უკვე რვა წე­ლია, სა­კუ­თა­რი ბინა და­გი­რა­ვე­ბუ­ლი აქვთ და ბა­თუ­მის დევ­ნილ­თა და­სახ­ლე­ბა­ში, ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში ცხოვ­რო­ბენ.

წაიკითხეთ ვრცლად