რატომ არ დატოვა ჩინეთის ჩაკეტილი ქალაქი ქართველმა პედაგოგმა - "თავი ფილმის გმირი მგონია, ვერ ვიჯერებ, რომ ყველაფერი აქ ხდება"
რატომ არ დატოვა ჩინეთის ჩაკეტილი ქალაქი ქართველმა პედაგოგმა - "თავი ფილმის გმირი მგონია, ვერ ვიჯერებ, რომ ყველაფერი აქ ხდება"
მეგი ვიბ­ლი­ა­ნი 2014 წლი­დან ჩი­ნეთ­ში ცხოვ­რობს. ქარ­თვე­ლი პე­და­გო­გი ჩი­ნურ სკო­ლა­ში ინ­გლი­სურ ენას ას­წავ­ლის. ქა­ლა­ქი სა­დაც მეგი ცხოვ­რობს, კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო ჩა­კე­ტი­ლია და ახლა უკვე უფ­ლე­ბაც არ აქვს, რომ ქვე­ყა­ნა და­ტო­ვოს.

თუმ­ცა, რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს შე­თა­ვა­ზე­ბა­ზე, ბოლო რე­ი­სით და­ე­ტო­ვე­ბი­ნა ჩი­ნე­თი და სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო, ახალ­გაზ­რდა ქალ­მა უარი თქვა და სა­ცხოვ­რებ­ლად ჩა­კე­ტილ ქა­ლაქ­ში დარ­ჩა.

"მე­ო­თხე წე­ლია რაც ქა­ლაქ ჰარ­ბინ­ში ვცხოვ­რობ, სხვა­თა­შო­რის ეს ქა­ლა­ქი რუ­სეთ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობს. მყავს ჩი­ნე­ლი ქმა­რი. ვცხოვ­რობ­დით მხი­ა­რუ­ლად, ბედ­ნი­ე­რად,
ახლა ერთი თვეა რაც სახ­ლში ვართ კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო, მხო­ლოდ მა­ღა­ზი­ა­ში გავ­დი­ვარ პრო­დუქ­ტე­ბის სა­ყიდ­ლად. ჩემი მე­უღ­ლე დარ­ბაზ­შიც და­დის სა­ვარ­ჯი­შოდ. ში­შის გამო ვე­ღარ ვცხოვ­რობთ ისე, რო­გორც მა­ნამ­დე.

მე დი­ლის 9-დან სა­ღა­მოს 5 სა­ა­თამ­დე ვმუ­შა­ობ­დი, სკო­ლა­ში პა­ტა­რა ბავ­შვებს ინ­გლი­სურს ვას­წავ­ლი. მე­უღ­ლეს სა­კუ­თა­რი ბარი აქვს და შა­ბათ-კვი­რას მას­თან ვი­ყა­ვი ხოლ­მე. ბევ­რი მე­გო­ბა­რი გვყავს, ძა­ლი­ან ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბარი აქვს მე­უღ­ლეს და ყვე­ლა იქ ვიკ­რი­ბე­ბო­დით. კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­დეგ ქა­ლაქ­ში ყვე­ლა­ფე­რი და­კე­ტი­ლია. მხო­ლოდ მა­ღა­ზი­ე­ბია ღია და საკ­ვე­ბის ყიდ­ვაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. სა­ნამ მა­ღა­ზი­ა­ში შეხ­ვალ, ტემ­პე­რა­ტუ­რას გიმოწ­მე­ბენ, უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი სას­წა­უ­ლა­დაა და­ცუ­ლი.

ასე­ვე ტრან­სპორ­ტით რომ გა­დი­ხარ უბ­ნი­დან, გა­მოწ­მე­ბენ, 37.3-ს არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს სხე­უ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რა. თუ აღ­მოჩ­ნდა, რომ მეტი გაქვს, გა­და­გიყ­ვა­ნენ სპე­ცი­ა­ლურ ად­გი­ლას, იზო­ლი­რე­ბუ­ლად და კო­რო­ნა­ვირუს­ზე გა­მოწ­მე­ბენ.

-
თქვენს ქა­ლაქ­ში სკო­ლე­ბი და­კე­ტი­ლია?

- დიახ, მაგ­რამ სწავ­ლა არ გა­ჩე­რე­ბუ­ლა ინ­ტერ­ნეტ­გაკ­ვე­თი­ლე­ბით ვაგ­რძე­ლებთ. "ვი­ჩა­ტით" ყო­ველ­დღი­უ­რად მაქვს ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, ასე­ვე ხმო­ვა­ნი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბით და ვი­დეო მე­სი­ჯე­ბით ვურ­თი­ერ­თობთ. ბავ­შვებს არ ვაგ­რძნო­ბი­ნებთ, რომ ვირუ­სის გამო სწავ­ლა დამ­თავ­რდა და სკო­ლა­ში აღარ და­დი­ან. ჩვე­უ­ლებ­რი­ვად უტარ­დე­ბათ გაკ­ვე­თი­ლე­ბი.
განაგრძეთ კითხვა
5433
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
რა უბედურება ტრიალებს ქართველების თავს?!
7
მიდით ქართველებო! ამრავლეთ ჩინელები, ინდოელები, არაბები, თურქები, ზანგები, ერაყელები, პაკისტანელები, კორეელები და ათასი ურჯულოები. რომლებიც ასე მრავლად არიან შემოსეულები. ჩვენი თავდადებული წინაპრები როლებმაც თავი შესწირეს საქართველოს და მის თითოეულ გოჯ მიწას, ალბათ საფლავებში ტრიალებენ.
14:10 / 26-02-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?