3 შვილის დედის თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის, მისი მეუღლე ციხეში 4 წელს გაატარებს - ბაკურ სორდია სასამართლომ დამნაშავედ სცნო - მშობლები

3 შვილის დედის თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის, მისი მეუღლე ციხეში 4 წელს გაატარებს - ბაკურ სორდია სასამართლომ დამნაშავედ სცნო

2020-09-18 08:15:20+04:00

სო­ფელ შამ­გო­ნა­ში ცო­ლის თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლი ბა­კურ სორ­დია ქუ­თა­ი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ სცნო. მსჯავ­რე­ბულს 3 წლი­ა­ნი სას­ჯე­ლი კი­დევ 1 წლით გა­უ­ხან­გრძლივ­და და ცი­ხე­ში 4 წელს გა­ა­ტა­რებს. Ambebi.ge აქ­ტი­უ­რად აშუ­ქებ­და გახ­მა­უ­რე­ბულ ტრა­გე­დი­ას.

გარ­დაც­ვლი­ლი ეკა მი­ქა­ვას ოჯა­ხის წევ­რე­ბი ბა­კურ სორ­დი­ას კა­ნო­ნის მთე­ლი სიმ­კაც­რით გა­სა­მარ­თლე­ბას მო­ი­თხოვ­დნენ. გარ­დაც­ვლი­ლი ოჯა­ხის ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცვე­ლი ად­ვო­კა­ტი ელი­სო რუ­ხა­ძე Ambebi.ge-სთან აცხა­დებს, რომ ქუ­თა­ი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს­გან გან­სხვა­ვე­ბით, სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

"გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლი იყო 115-ე მუხ­ლით, რაც ით­ვა­ლის­წი­ნებს თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას. თუმ­ცა ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ რა­ტომ­ღაც გა­და­წყვი­ტა, რომ ეს არ იყო თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლი და იყო 126-ე, ძა­ლა­დო­ბის მუხ­ლი, რაც ნაკ­ლებ სას­ჯელს ით­ვა­ლის­წი­ნებს. ჩვენ არ ვე­თან­ხმე­ბო­დით ფორ­მუ­ლი­რე­ბას, რომ მან თავი მო­იკ­ლა თვით­ნე­ბუ­რად და ამ თვით­მკვლე­ლო­ბას არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ ჰქონ­და უმ­ძი­მეს ძა­ლა­დო­ბას­თან. წე­რი­ლო­ბით მივ­მარ­თეთ ზუგ­დი­დის პრო­კუ­რა­ტუ­რას, რათა მათ გა­ე­სა­ჩივ­რე­ბი­ნათ ეს გა­ნა­ჩე­ნი ქუ­თა­ი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში. ეს არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რად­გან ამ მხრივ პრაქ­ტი­კა არის მწი­რი, ვი­ნა­ი­დან თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხლთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი საქ­მე­ებ­ზე ხში­რად დგე­ბა გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი ან სხვა მუხ­ლით კვა­ლი­ფი­ცირ­დე­ბა. ეს იყო სა­უ­კე­თე­სო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რაც პრაქ­ტი­კის თვალ­საზ­რი­სით იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი", - აცხა­დებს "სა­ფა­რის" იუ­რის­ტი.

სამი შვი­ლის დედა, 32 წლის ეკა მი­ქა­ვა, მე­ზობ­ლის ეზო­ში მდე­ბა­რე ნა­გე­ბო­ბა­ში 2019 წლის 28 დე­კემ­ბერს ჩა­მომ­ხრჩვა­ლი იპო­ვეს. განაგრძეთ კითხვა