"კლავს ვირუ­სებს და მი­ნი­მუ­მამ­დე ამ­ცი­რებს მის გამ­რავ­ლე­ბას" - რას უკავშირებს თენგიზ ცერცვაძის გამოჯანმრთელებას მისი მკურნალი ექიმი
"კლავს ვირუ­სებს და მი­ნი­მუ­მამ­დე ამ­ცი­რებს მის გამ­რავ­ლე­ბას" - რას უკავშირებს თენგიზ ცერცვაძის გამოჯანმრთელებას მისი მკურნალი ექიმი


ბოლო რამ­დე­ნი­მე დღეა, მე­დი­კა­მენ­ტი "რემ­დე­სი­ვი­რი" კვლავ აქ­ტი­უ­რი გან­სჯის სა­გა­ნი გახ­და. კონ­კრე­ტუ­ლად კი მას შემ­დეგ, რაც თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ Covid 19-ის­გან სწრა­ფი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა სწო­რედ ამ პრე­პა­რატს და­უ­კავ­ში­რა. ინ­ფექ­ცუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ხელ­მძღვა­ნელ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ მისი მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ტო­კოლ­ში ამ ან­ტი­ვირუ­სუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტის ჩარ­თვა პი­რა­დი ინი­ცი­ა­ტი­ვა იყო.
რო­გორ უყუ­რე­ბენ "რემ­დე­სი­ვი­რის" პერ­სპექ­ტი­ვას სა­ქარ­თვე­ლო­ში და იქო­ნია თუ არა რე­ა­ლუ­რად გავ­ლე­ნა თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა­ზე ამ მე­დი­კა­მენ­ტმა? - AMBEBI.GE ესა­უბ­რა ინ­ფექ­ცი­ო­ნისტ ალექ­სან­დრე გო­გი­ნა­ვას, რო­მე­ლიც კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ თენ­გიზ ცერ­ცვა­ძეს მკურ­ნა­ლობ­და.

- Covid19-ის მკურ­ნა­ლო­ბა­ში რო­გო­რია ამ მე­დი­კა­მენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბის წე­სე­ბი?


- თუ და­ვუშ­ვებთ, რომ
ეფექ­ტუ­რია, უნდა გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­დეს და­ა­ვა­დე­ბის და­სა­წყის­ში და ჟანგბად­და­მო­კი­დე­ბულ პა­ცი­ენ­ტებ­ში, პირ­ვე­ლი 7-10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­დე­საც ვირუ­სი გა­ნიც­დის გამ­რავ­ლე­ბას. მარ­ტი­ვად, რომ გი­თხრათ, იგი კლავს ვირუ­სებს და მი­ნი­მუ­მამ­დე ამ­ცი­რებს მის რეპ­ლი­კა­ცი­ას, გამ­რავ­ლე­ბას.

- ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში რო­გორ უყუ­რე­ბენ „რემ­დე­სი­ვი­რის“ პერ­სპექ­ტი­ვას?


- რო­გორც მთელს მსოფ­ლი­ო­ში, ჩვენ­თა­ნაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლია მო­საზ­რე­ბე­ბი. ზოგი ეფექ­ტუ­რად მი­იჩ­ნევს, ზოგს არ სჯე­რა მისი. ჯერ ჩვენ­თან ეს ხელ­მი­საწ­ვდო­მი არ არის, ამი­ტო­მაც არ გვაქვს მისი გა­მო­ყე­ნე­ბის დიდი პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა.

- თქვენ რას ფიქ­რობთ პი­რა­დად?


- ვთვლი, რომ ამ პრე­პა­რა­ტის ეფექ­ტუ­რო­ბა არ არის მა­ღა­ლი, მაგ­რამ გარ­კვე­ულ შემ­თხვე­ვებ­ში მისი გა­მო­ყე­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია, რად­გან სხვა უფრო კარ­გი პრე­პა­რა­ტი ამ ეტაპ­ზე არ გაგ­ვაჩ­ნია.

- ბა­ტონ თენ­გიგზს თქვენ მკურ­ნა­ლობ­დით, რო­გორ ფიქ­რობთ, მისი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა „რემ­დი­სი­ვი­რის“ დამ­სა­ხუ­რე­ბაა?


- რთუ­ლი
სათ­ქმე­ლია, რამ იქო­ნია ბა­ტო­ნი თენ­გი­ზის გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა­ზე გავ­ლე­ნა, ასე ცალ­სა­ხად გა­მი­ჭირ­დე­ბა „რემ­დე­სივრთან“ ამის და­კავ­ში­რე­ბა.
იხილეთ სრულად
29473
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები