"ვფიქრობ, რომ ნათიას და დათოს რომანი შეცდომა იყო..." - რას ამბობს ნინო მუმლაძე საკუთარ პერსონაჟზე, "ნინასა" და კრიტიკოს მაყურებელზე?
"ვფიქრობ, რომ ნათიას და დათოს რომანი შეცდომა იყო..." - რას ამბობს ნინო მუმლაძე საკუთარ პერსონაჟზე, "ნინასა" და კრიტიკოს მაყურებელზე?
უყ­ვარს თა­ვისი პრო­ფე­სია და წუხს, რომ პან­დე­მი­ის გამო მსა­ხი­ო­ბებს, ბოლო ერთი წლის მან­ძილ­ზე, პრო­ფე­სი­უ­ლად რე­ა­ლი­ზა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა შე­ე­ზღუ­დათ. თუმ­ცა, ცოტა ხნის წინ, ნინო მუმ­ლა­ძე პო­პუ­ლა­რულ სე­რი­ალ­ში "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" ისევ მი­იწ­ვი­ეს, რად­გან გა­დამ­ღებ­მა ჯგუფ­მა მო­რი­გი მე-17 სე­ზო­ნი გა­ნა­ახ­ლა. ნი­ნოს პერ­სო­ნაჟს - ნა­თი­ას, სე­რი­ა­ლის მთავ­რი გმი­რის­გან, და­თოს­გან შვი­ლი ჰყავს. და­თოს ცოლ­მა, ნი­ნომ კი, რო­მე­ლიც მძი­მე და­ა­ვა­დე­ბას ებ­რძო­და, ქმარ-შვი­ლი მი­ა­ტო­ვა, უცხო ქვე­ყა­ნა­ში გა­და­იხ­ვე­წა.
მრა­ვალ­შვი­ლი­ან, დე­დის გა­რე­შე დარ­ჩე­ნილ ოჯახ­ში ცხა­დია, პრობ­ლე­მებ­მა მო­ი­მა­ტა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ოჯახს ძიძა ეხ­მა­რე­ბა და ბავ­შვებ­ზე ბე­ბი­ე­ბი ზრუ­ნა­ვენ, და­თომ, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა
მი­ი­ღო - ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მელ­თა­ნაც შვი­ლი ჰყავს, სა­ცხოვ­რებ­ლად თა­ვის სახ­ლში გად­მო­იყ­ვა­ნოს. სე­რი­ა­ლის ის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ოც­რად გა­ნიც­დი­ან ხოლ­მე პერ­სო­ნა­ჟე­ბის ბედს, ამ ამ­ბავ­მა გა­ა­ღი­ზი­ა­ნა და სა­კუ­თა­რი უსი­ა­მო­ვო მო­საზ­რე­ბე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­ა­ფიქ­სი­რეს.

AMBEBI.GE და­უ­კავ­შირ­და ნა­თი­ას რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელს, მსა­ხი­ობ ნინო მუმ­ლა­ძეს:

- თქვე­ნი პერ­სო­ნა­ჟი ამ სე­ზონ­ზეც გა­მოჩ­ნდა სე­რი­ალ­ში. რა ემო­ცი­აა, რო­დე­საც ამ­დე­ნი ხნის შემ­დეგ დაბ­რუნ­დით პო­პუ­ლა­რულ პრო­ექ­ტში?


- ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბო­და მუ­შა­ო­ბა ამ გუნდთან. პან­დე­მი­ამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მო­მა­ნატ­რა ჩემი საქ­მე და რა თქმა უნდა, დიდი სი­ხა­რუ­ლით და ენ­თუ­ზი­აზ­მით გან­ვე­წყე, როცა გა­ვი­გე, რომ მაბ­რუ­ნე­ბენ სე­რი­ალ­ში.

- დაბ­რუ­ნე­ბა და მარ­თლაც ასე­თი? სე­რი­ო­ზუ­ლი სკან­და­ლის ზღავრზეა ეს ყვე­ლა­ფე­რი.
არა­ვინ იცის, რა ბედი ელის თქვენ პერ­სო­ნაჟს ოჯახ­ში, სა­დაც მი­ვი­და... რა მოხ­დე­ბა? რას იტყვით ამა­ზე?

- ჯერ მეც არ ვიცი, რა მოხ­დე­ბა, სე­რი­ე­ბი ეტა­პობ­რი­ვად იწე­რე­ბა და მეც ეტა­პობ­რი­ვად ვკი­თხუ­ლობ... რა ელის ჩემს გმირს, სა­ბო­ლო­ოდ მხო­ლოდ სცე­ნა­რის­ტებ­მა იცი­ან.

- თა­ვად თა­ნა­უგ­რძნობთ მას? უნდა გა­და­ედ­გა ეს ნა­ბი­ჯი? უნდა და­თან­ხმდე­ბო­და და­თოს შე­თა­ვა­ზე­ბულ წი­ნა­და­დე­ბას?

- რა გი­თხრათ, მე სა­ერ­თოდ ვფიქ­რობ, რომ ეს რო­მა­ნი შეც­დო­მა იყო... თუმ­ცა არა­ვინ იცის, რო­გორ მო­იქ­ცე­ო­და თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, გვერ­დი­დან ყო­ველ­თვის ყვე­ლა­ფე­რი სხვა­ნა­ი­რად ჩანს...


- თა­ვად რას იტყვით ნი­ნო­ზე, რო­გორ აფა­სებთ მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, მან მი­ა­ტო­ვა ოჯა­ხი და წა­ვი­და? და აქვე და­თოც შე­ვა­ფა­სოთ, სწო­რად მო­იქ­ცა, რაც გა­და­წყვი­ტა?


- ზო­გა­დად არ მიყ­ვარს ადა­მი­ა­ნე­ბის ქცე­ვე­ბის შე­ფა­სე­ბა და არც პერ­სო­ნა­ჟებს ვა­ფა­სებ ასე. სი­ნამ­დვი­ლე­ში ხომ არა­ვინ იცის, რა არის კარ­გი და ცუდი ამა თუ იმ ადა­მი­ა­ნის­თვის, ეს მხო­ლოდ მან იცის, ვინც იღებს კონ­კრე­ტულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნე, გვერ­დი­დან ყო­ველ­თვის ყვე­ლა­ფე­რი სხვა­ნა­ი­რად ჩანს... ჩვე­ნი კი, ანუ მსა­ხი­ო­ბე­ბის საქ­მე ისაა, რომ გა­ი­თა­ვი­სო მო­ცე­მუ­ლი პერ­სო­ნა­ჟის პრობ­ლე­მე­ბი და ფსი­ქო­ტი­პი და ეცა­დო, და­ი­ნა­ხო ყვე­ლა­ფე­რი სწორ­წდ ისე, რო­გორც ეს პერ­სო­ნა­ჟი ხე­დავს.

- ისე, თქვენს პერ­სო­ნაჟს სულ ასე­თი რის­კე­ბის ზღვარ­ზე უწევს ყოფ­ნა. მგო­ნი, ახ­ლაც გა­მოჩ­დნენ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი მო­წი­ნაღ­მდე­გე­ე­ბი...


- ღმერ­თმა შე­არ­გოთ... ზო­გა­დად თუ პერ­სო­ნა­ჟი დიდ ვნე­ბა­თა­ღელ­ვას იწ­ვევს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, ე.ი. სა­ინ­ტე­რე­სო და და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლია... მე ამ ამ­ბავს, რო­გორც მსა­ხი­ო­ბი, კომ­პლი­მენ­ტად ვი­ღებ.


- ად­ვი­ლია სე­რი­ა­ლის პარტნი­ორ­თან, ლე­ვან ყო­ჩი­აშ­ვილ­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბა?


- "ყოჩი" სა­ოც­რად კარ­გი მსა­ხი­ო­ბია და უფრო კარ­გი პარტნი­ო­რი. ზო­გა­დად არ­სე­ბო­ბენ კარ­გი მსა­ხი­ო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც არ არი­ან კომ­ფორ­ტუ­ლი პარტნი­ო­რე­ბი, მაგ­რამ თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ლე­ვან ყო­ჩი­აშ­ვილ­ზე კარ­გი პარტნი­ო­რი ჯერ­ჯე­რო­ბით ჩემ პრო­ფე­სი­ა­ში არ შემ­ხვედ­რია. განაგრძეთ კითხვა
673
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი