სიახლეებიკალეიდოსკოპი
ფეხმძიმე მარიტა მელიქიშვილის მხიარული ცეკვა ორსულობის ბოლო ტრიმესტრში (ვიდეო)
გიორგი გასვიანის მეუღლე მარიტა მელიქიშვილი ცოტა ხნის ჩიოდა, რომ ორსულობის ბოლო ტრიმესტრში უძილობა აწუხებს. "ამის არანაირი მიზეზი არ მაქვს, უბრალოდ არ მეძინება. მერე ჩვეულებრივად ვდგები დილით, 8-ზეც გამიღვიძია, 9-ზეც, ლექციებსაც ჩვეულებრივად ვესწრები, ენერგიაზეც ვარ, მაგრამ ვერ ვიძინებ გამთენიამდე და ძალიან ვწუხვარ ამის გამო", - ამბობს მარიტა. თუმცა ცდილობს, ხალისიანი განწყობა შეინარჩუნოს და ინსტაგრამზე მხიარული ცეკვების ვიდეოებიც გამოაქვეყნა. ერთ-ერთი ცეკვისას მას მეგობარი, მსახიობი რუსკა ქარქაშაძე უწევს პარტნიორობას.
ბეჭდვა