ქართულად ამღერებული და-ძმა პავლიაშვილები და მომღერლის ოჯახის საახალწლო ფოტოსესია - "გაუფრთხილდით ახლობლებს..." - მშობლები

ქართულად ამღერებული და-ძმა პავლიაშვილები და მომღერლის ოჯახის საახალწლო ფოტოსესია - "გაუფრთხილდით ახლობლებს..."

2021-12-11 14:17:18+04:00

რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერალი სოსო პავლიაშვილი წინასაახალწლო დღეებს ოჯახის წევრებთან ერთად ატარებს და ფოტოებსა და ვიდეოს უზიარებს სოციალურ ქსელში მის გამომწერებს.

როგორც მის მიერ გავრცელებული ვიდეოდან ჩანს, სოსო გვერდითაა მისი და მაკა პავლიაშვილი. და-ძმა ერთად მღერის ქართულ სიმღერას, "მიმღერა რამე". "კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ქართული სიმღერა თქვენთვის. ჩემი და - მაკა პავლიაშვილი... საოცრად ნიჭიერი ადამიანი. გაუფრთხილდით ახლობლებს..." - წერს სოსო.

მათ ემოციურ შესრულებას დიდი მოწონება ხვდა წილად სოციალურ ქსელში.

mshoblebi

სოსოს ოჯახმა ნაძვის ხეც დადგა უკვე და საახალწლო ფოტოსესიაც მოაწყო. ფოტოებზე პოზირებენ სოსოს მეუღლე - მოცეკვავე ირინა პატლახი, მისი ქალიშვილები - ლიზა და სანდრა და უფროსი ვაჟი პირველი ქორწინებიდან - ლევან პავლიაშვილი. "ჩემი ადამიანები", - ასე აკომენტარებს ფოტოებსა სოსო პავლიაშვილი.

mshoblebi

mshoblebi

alt"სოსო მკაცრი მამაა, მაგრამ მეგობრული... დედა უმეტესად თბილისშია" - როგორ ცხოვრობს მოსკოვში, მამასთან ლევან პავლიაშვილი, რომელმაც საქართველო 15 წლის ასაკში დატოვა

altატირებული საქმრო - სოსო პავლიაშვილის ემოციური ჯვრისწერა 20-წლიანი ურთიერთობის შემდეგ (ვიდეო)