საახალწლოდ სასურსათო კალათის შემადგენლობაში შევა :
გაყინული ქათამი, ნაღების კარაქი, ნატურალური თაფლი, წიწიბურა, მდნარი ყველი, ბრინჯი, ვერმიშელი, შავი ჩაი, კვერცხი, წითელი ღვინო, შესქელებული რძე, მცენარეული ზეთი, შაქარი, შოკოლადის კანფეტი, კარამელის კანფეტი, ხრაშუნა ვაფლის ტორტი, ხორბლის ფქვილი, მაიონეზი, ბარდა, ხმელი ლობიო და შოკოლადის კარაქი.სხვადასხვა რაიონში განსხვავებული რაოდენობის კალათი გაიცემა. მაგალითად, დიდუბის რაიონის გამგეობაში გვითხრეს, უფასო სასადილოთი მოსარგებლე სოციალურად
აღსანიშნავია, რომ 1 სულზე 1 სასაჩუქრე პაკეტი გაიცემა, 2 და 3 ადამიანზე - 2, ხოლო იმ ოჯახებისთვის, სადაც 4 და 5 წევრია, 3 სასაჩუქრე კალათი.
როგორც თბილისის მერიაში გვითხრეს, იმ მოქალაქეებმა, რომლებიც არ სარგებლობენ უფასო სასადილოებით და სურთ, საახალწლოდ მერიისგან მიიღონ სასაჩუქრე კალათი, ინდივიდუალურად, განცხადებით უნდა მიმართონ მერიას.
თამარ იაკობაშვილი